LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „დღისით, მზისით პოლიციელებმა ძალადობა მოაწყვეს, ნეკნი მომტეხეს, ნაცემი ვიყავი.. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელი კი აქვს რიხიანი, თუმცა სამარცხვინო ორგანიზაციაა, ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას“

152
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ბრიფინგი გამართა.

ელისაშვილი: „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით, დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმიდან ორი თვე გავიდა, თუმცა არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მისივე თქმით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამარცხვინო ორგანიზაციაა“.

ალეკო ელისაშვილი: „პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ, ხდება მათი წახალისება – ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, მოძალადეებს ხელს აფარებს“

„ორი თვე გავიდა, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით პოლიციელებმა ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად. მთელი ეს ძალადობა – წაქცეულზე გაშმაგებით რომ მირტყამდნენ, კადრებში ჩანდა.

ეს დაწესებულება, [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში სამარცხვინო ორგანიზაციაა. ორი თვეა, გამოძიებას წელათრევით აწარმოებენ.

გამოძიების არსი და შედეგი რა გვაქვს? რომ არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არც ერთი პოლიციელისთვის. არადა სახეზე ჩანან პოლიციელები, რომლებიც მირტყამდნენ. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინ არის, ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაზარალებულად არ მცნობს. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა ნაცემი რომ ვიყავი. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას.

დღევანდელი „ქართული ოცნება”, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს: ესენია, ეს ქეციანი „ზონდერები”, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან, ასისხლიანებენ, უკვე ნიღაბსაც არ იკეთებენ და მეორე – მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, მთელი ეს ძალადობრივ-ბანდიტური სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოეშლებათ, ამიტომ არ იძიებენ“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

„კადრები რომ ვნახე, უფრო დავიძაბე, მაგდენი თუ მომხვდა არ მახსოვდა” – ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები