LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიშა ქისი იტალიური Vogue-ის ნოემბრის ნომრის მთავარი სახე გახდა – მომღერალმა ახალი ალბომის სახელწოდება გაამჟღავნა

1050
download (4)

ალიშა ქისი იტალიური Vogue-ის ნოემბრის ნომრის სახეა. ჟურნალთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მომღერალმა გაამჟღავნა, რომ მის მომავალ სტუდიურ ალბომს, რომლის რელიზსაც 2027 წლის დასაწყისში გეგმავს, Lovers Rose ერქმევა.

გამოცემის გრანდიოზულ ფოტოსესიაში არტისტმა მაღალი მოდის განსაკუთრებული სამოსით იპოზიორა.

აღსანიშნავია, რომ ფოტოსესიაში მონაწილეობა მუსიკოსის მეუღლემ, Swizz Beatz-მაც მიიღო. ინტერვიუში აქცენტი მათ პირად ურთიერთობაზეც გაკეთდა.

წყვილმა გაიხსენა, რომ ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიცნეს, როდესაც ალიშა პიანინოზე უკრავდა, Swizz Beatz კი დიჯეინგით იყო გატაცებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი შოუბიზნესის წამყვანი ფიგურაა, მათ მოახერხეს იდეალური ოჯახური გარემოს შექმნა. როგორც ინტერვიუს დეტალებში ვკითხულობთ, 16-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მათ სახლში ერთმანეთისთვის არასდროს დაუყვირიათ:

„ჩვენ არასოდეს ვკამათობთ და ხმას არ ვუწევთ. თუ განსხვავებული აზრები გვაქვს, ამაზე ზრდასრული ადამიანებივით, ვახშმობისას ვსაუბრობთ“.

მათ ასევე განმარტეს, რომ ორივე ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც მშობლები ხშირად ყვიროდნენ:

„ჩვენ ვიცით, რას გრძნობს ბავშვი ასეთ გარემოში, ამიტომ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ ჩვენ ოჯახში ასე არასდროს მოვიქცეოდით“.

ალიშა ქისმა ახალი ალბომი აგვისტოში მოულოდნელად, თავისი შვილის, ჯენესისის ონლაინ სტრიმის დროს დააანონსა.

ალიშა ქისი 2 თვეში ახალ ალბომს გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები