LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ადვოკატი ბრედ პიტს ყოფილ მეუღლეზე კონტროლის მცდელობასა და შევიწროებაში ადანაშაულებს

601
page

ანჯელინა ჯოლის ადვოკატი, ბრედ პიტს ყოფილი მეუღლის კონტროლსა და სასამართლო დავის გარშემო საზოგადოებრივი აზრის მის სასარგებლოდ წარმართვის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჯოლიმ სასამართლოში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

Daily Mail-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოსამართლემ სამშაბათს წინასწარი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა პიტის მოთხოვნა, რომ ჯოლის ფინანსური დოკუმენტები წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ 2016 წელს დაშორების შემდეგ კარიერა, დიდწილად, გვერდზე გადადო და წლების განმავლობაში უარი თქვა შემოსავლის მიღების შესაძლებლობაზე.

„ბატონი პიტის დაჟინებული მოთხოვნა, მიიღოს ინფორმაცია, მისი ყოფილი მეუღლის ფინანსური აქტივების შესახებ, კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ბრედი უხეშად იჭრება მის პირად სივრცეში. ანჯელინას სურს და ყოველთვის სურდა საკუთარი პირადი და ფინანსური ცხოვრება ყოფილი მეუღლისგან საბოლოოდ გაემიჯნა“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ჯოლის იურისტმა ასევე განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სურდა, მხარეებს შორის არსებული ბიზნესურთიერთობები შეთანხმების საფუძველზე დაესრულებინათ.

Daily Mail-მა კომენტარის მისაღებად პიტის წარმომადგენლებსა და ადვოკატს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

მზად ხარ ანჯელინა? – ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივის – დეტალები ახალი სარჩელის შესახებ

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი, ახლა კი ისევ დავუბრუნდი ალკოჰოლს“ – ბრედ პიტის ვრცელი ინტერვიუ და შოკისმომგვრელი აღიარებები

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც შვილებს მეორე მშობლის სიძულვილს ასწავლიან“ – ბრეტ პიტი „აგონიურ“ მდგომარეობაშია – მსახიობთან დაახლოებული პირის ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები