5 დაღუპული და 11 დაშავებული – შემთხვევა ანკარაში ალთინდაგის რაიონში, სამსართულიან სახლში მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.
საცხოვრებელი სახლი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და მასში ბოლო პერიოდში ავღანელი მიგრანტები იყვნენ შესახლებულები. მიგრანტები ჯართის შეგროვებით ირჩენდნენ თავს და შენობის პირველ სართულს საწყობად, ზედა სართულებს კი, საცხოვრებლად იყენებდნენ.
ხანძარი ლოკალიზებულია, კვამლით მოწამლული 11 ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.
