LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ რა ხდება, რა ვითარებაა?“ – ნიკოლა პელტცმა და ბრუკლინ ბექჰემმა პარიზში გატარებული დროის ახალი, რომანტიკული კადრები გააზიარეს

241
page

ნიკოლა პელტცმა და ბრუკლინ ბექჰემმა პარიზში გატარებული დროის ახალი, რომანტიკული კადრები გააზიარეს. წყვილი ერთმანეთს ვნებიანად კოცნის. ფოტოში, რომელსაც Daily Mail ავრცელებს, მათი განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობა.

ნიკოლას შავი ტოპი და ბეწვის ქურთუკი ეცვა. მსახიობმა სხვა კადრებიც გააზიარა, რომლებშიც პომადას ისწორებს, ღვინოს მიირთმევს და ძმებთან, გრეგთან და ბრედლისთან ერთად პოზირებს.

„აქ რა ხდება, რა ვითარებაა?“, – წერენ კომენტარებში.

წყვილის რომანტიკული კადრები იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც ბრუკლინსა და მის მშობლებს, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს შორის ურთიერთობა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ოჯახური დაპირისპირების შესახებ საუბარი „პარიზის მოდის კვირეულის“ პერიოდშიც განახლდა.

ვიქტორიამ 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ბრუკლინი, დედისთვის მორიგ მნიშვნელოვან საღამოს არ დასწრებია.

„ეს ბიჭი მშობლებს საბოლოოდ შეიწირავს!“, „დევიდს და ვიქტორიას ჰბაძავენ?“ – ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ვიდეო გაავრცელეს

ვიდეო: როგორ ცდილობენ ბრუკლინი და ნიკოლა ბექჰემების ოჯახთან უხერხულ შეხვედრას თავი აარიდონ – წყვილის PR-წარმომადგენელმა პაპარაცების ყურადღება უჩვეულო ხერხით გადაიტანა

სანამ ბექჰემების ოჯახი „პარიზის მოდის კვირეულზე“ ვიქტორიას ჩვენებას ესწრებოდნენ, აი, ასე იქცეოდნენ ბრუკლინი და ნიკოლა პარიზის ქუჩებში – ახალი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები