LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ, როდესაც საქმე რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმს ეხება: ვიოლა ფონ კრამონი

63
ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე, რუსეთის საკითხზე საუბრისას პრეზიდენტ პუტინს მიმართა და რუსეთი ხისტად გააკრიტიკა. კრამონმა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და რუსეთის მიმართ შესაძლოს სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა.

“ბოლო ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა პუტინმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის. ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც 150 000 რუსი ჯარისკაცი მობილიზებული იყო უკრაინის საზღვრებსა და ანექსირებულ ყირიმში, როდესაც ალექსეი ნავალნი საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოდა პუტინის ციხეში, როდესაც ჩეხეთის ხელისუფლებამ დაასაბუთა კავშირი რუსეთის სამხედრო სამსახურსა და იმ დანაშაულს შორის, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, როდესაც ჩვენი დემოკრატია და არჩევნები მუდმივ თავდასხმას განიცდის რუსეთის ჩარევისა და დეზინფორმაციის კამპანიის გზით, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ აძლევენ.

პრეზიდენტო პუტინო, ნუთუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთი გააკრიტიკო და სანქციები დაუწესო? არ არის ეს და აგრესიისა და ბულინგის კიდევ მეტი ქმედებები ის, რასაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ? კოლეგებო, არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ, როდესაც საქმე რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმს ეხება”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g