LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

1141
სოფო ბიბილაშვილი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და შვილს 30 წლის იუბილეს ულოცავს. გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა პოსტში იმ დიდ ტკივილსა და განუსაზღვრელ გაურკვევლობაზე საუბრობს, რომელშიც ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობს.

„გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ, 30 წლის გავდობას. ძალიან მიყვარხარ, შვილო. არ ვიცი, რისთვის გამწირეს, რისთვის გამანადგურეს, რატომ დამტოვეს, დედა, შვილის გარეშე. სული მეწვის, გური, სული, ვაიმე, გასკდა გული. შვილო, სად ხარ, სად?“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.

„გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

„გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

„ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ გამოვკითხო მოწმეები, ბორკილები დავადო პირებს და ა.შ. ამ ადამიანთა გასაგონად მინდა აღვნიშნო“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები