LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“ – ლევან იოსელიანი

142
ლევან იოსელიანი

არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „„360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ამაზე შეიძლება ილაპარაკოს ეუთო/ოდირმა და იმ პარტიებმა, ვინც იქ ესწრებოდნენ.

„საქმე იმაშია, რომ ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს.

ამაზე ბევრჯერ გვაქვს განცხადება გაკეთებული – ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს.

ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ამაზე შეიძლება ილაპარაკოს ეუთო/ოდირმა, იმ პარტიებმა, ვინც იქ ესწრებოდნენ, მაგრამ სახალხო დამცველს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან, ჩვენ არ ვახორციელებთ სადამკვირვებლო საქმიანობას“, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g