დიანა ქველაძე

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

დიანა ქველაძე. მეტსახელი არ მაქვს, გმადლობთ 🙂

აღწერე შენი პირველი ეთერი „არ დაიდარდო“-ში სამი სიტყვით…

ჩემი ემოცია? 🙂 მეგონა ჩემივე გულისცემა დამაყრუებდა 🙂 ოთხი გამოვიდა 🙂

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

არ მომწონს, მიყვარს. ალბათ განსაკუთრებული ინტიმის გამო… მსმენელი გხედავს იმდენად, რამდენადაც ეს შენ გინდა. საეთერო სტუდია არის ჯადოსნური სამყარო. შედიხარ და მომდევნო რამდენიმე საათი შენ ხარ ხელშეუხებელი, შენ ხარ დედოფალი, ყველაფერი შენს ხელთაა და შეგიძლია „ჯადოქრული“ რაღაცეები დაატრიალო … <3

ამოჩემებული ქართული სიმღერა…

არ მაქვს. რაც მიყვარს, იშვიათად ვუსმენ, რომ არ გავაუფერულო …

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

კი 🙂 ბოლოს ექვთიმე თაყაიშვილზე ვუყურე ფილმს, სადაც ერთ-ერთ ამაღელვებელ სცენას ვერ გადავურჩი… ხმამაღლა ვტიროდი დარბაზში.

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

დიანას უყვარხართ <3 #არდაიდარდო

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ერთგულება!

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

ტელეფონზე უხმო რეჟიმის დაყენებას 😀  ჩვევად მაქვს და ეს მუდმივად არის ჩემდამი საყვედურის მიზეზი…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

  1. ფულის შოვნის შნოს ვთხოვდი 🙂 (მომენტი,როცა იუმორი მეძალება) 😀
  2. სიმწვანეს და სუფთა ჰაერს ვთხოვდი ჩვენი ქალაქისთვის.(არ ვხუმრობ)
  3. ჭკვიან ხალხს ირგვლივ 🙂 ყველაზე კომფორტულად ამ დროს ვარ

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

ყველგან ! სადაც წყალი, მწვანე საფარი, სისუფთავე და სიმშვიდეა !