გიორგი არჩვაძე

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

გიორგი არჩვაძე

აღწერე შენი პირველი ეთერი „არ დაიდარდოში“ სამი სიტყვით…

სახალისო, უშუალო, შინაური

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

რადიოს აქვს რაღაც მიზიდულობის ძალა, რომელსაც ერთი ან ორი სიტყვით ვერ აღწერ…

ამოჩემებული ქართული სიმღერა…

ბევრი სიმღერა მაქვს ამოჩემებული, ასე ერთს ვერ გამოვარჩევ

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

შეიძლება ემოციური გავლენა მოუხდენია რომელიმე ფილმს, მაგრამ ტირილამდე არ მივსულვარ))))

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

არ გამოგვეთიშოთ)))

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ჩემს დადებით ან უარყოფით მხარეებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, ალბათ სჯობს სხვებს ჰკითხოთ ჩემს შესახებ…

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

სიგარეტს

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ემიგრანტები დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს, დაუბრუნდეს საქართველოს საკუთარი ტერიტორიები,
შეიქმნას ძალიან ბევრი, გემოვნებიანი ქართული სიმღერა…

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

ლოს–ანჯელესში