კატო

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი (ასეთი თუ გაქვს)…

ეკატერინე (კატო) კიკაბიძე

აღწერე შენი პირველი ეთერი „არ დაიდარდოში“ სამი სიტყვით…

უფრო წინადადებით ავღწერ: ჯანდაბა, მთელი საქართველო მისმენს.

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ჩემი ყოველდღიურობაა და უბრალოდ ჩემია რადიო.

ამოჩემებული ქართული სიმღერა…

„ცოტა კიდევ მოითმინე გულო” და “მოვა მაისი”.

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ხშირად მეტირება ფილმის დროს, ვცდილობ დრამა არ ვნახო.

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

გაიღიმეთ…

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ერთგულება

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

დილით ძილს

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

მიუსაფარი ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის ერთ დიდ მხიარულ სახლს ავაშენებინებდი,  ყველა მძიმე დაავადების მქონე ადამიანს ჯანმრთელობას დავუბრუნებდი, მესამე სურვილი ჩემი გემოვნებით  გაკეთებული მყუდრო სახლია.

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

აზიას, აფრიკას  და ლათინურ ამერიკას მოვივლიდი.

 

 

 

მსგავსი თემები