LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში Geo Planet-ის კონცერტი გაიმართება

80
geoplanet45-2021-07-26-10-12-22-462550

30 ივლისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში, საღამოს რვა საათზე როკჯგუფ Geo Planet-ის სოლოკონცერტი გაიმართება. ჯგუფის ხელმძღვანელი ედიშერ ლომაძე გახლავთ.

ჯგუფის ვოკალისტი გიორგი ტვილდიანია, სინთეზატორზე გიორგი ტრაპაიძე უკრავს, ბასგიტარაზე კირაკოს გაზმანიანი, დასარტყამ ინსტრუმენტზე – ლუკა ბურჭულაძე.

ჯგუფის რეპერტუარში არის როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოური სიმღერებიც, რომლებსაც აუდიტორიის წინაშე შეასრულებენ.

ჯგუფი ხშირად სტუმრობს „არ დაიდარდოს“ და მათი სიმღერების პრემიერები მუდამ ამ რადიოს ეთერში იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები