LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო ბერიძე 8 მარტს კინომსახიობთა თეატრში კონცერტს გამართავს

363
achlbrdzenws

ანსამბლ „ალილოს“ წევრი, აჩიკო ბერიძე სარვამარტოდ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ქართული სიმღერის მოყვარულებს უმასპინძლებს. მას აკომპანემენტს ცნობილი მუსიკოსი, დავით მაზანაშვილი გაუწევს. მუსიკალური ღონისძიება „ზაზანოვაში“ შედგება, რომელიც ახლახან გაიხსნა კინომსახიობთა თეატრის შენობაში.

რეპერტუარშია ნუნუ დუღაშვილის, ბიძინა კვერნაძის, ნატო გელაშვილის სიმღერები. რამდენიმე სიმღერას აჩიკო ბერიძე ანსამბლ „ალილოს“ წევრებთან ერთად შეასრულებს.

საღამოს დასაწყისი: 22:00 საათი
ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ დარეკოთ: 599700307, 574428899

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები