LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ზაზარაშვილი: ,,5-6 წლიდან მონასტერში დავდიოდი, იქ ვრჩებოდი და სულ მჯერა, რომ ღმერთი მუდამ ჩემ გვერდით არის”

1230
pjimage-1

15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი – კონექტიკუტის შტატის ,,ნიჭიერში” გაიმარჯვა. ალექსანდრემ ფინალში გასვლამდე ,,სარკეს” თავის ამერიკულ ცხოვრებაზე უამბო:

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია

– ამერიკელი შეროლ პორტერი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ნომერი პირველი ვოკალის პედაგოგი. მე რამდენიმე თვის წინ რაღაც პროექტის გამო გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით… შეროლი დამეხმარა ,,ნიჭიერში” გასასვლელი სიმღერის შერჩევასა და მომზადებაში.

-წელიწადზე მეტია, ამერიკაში ხარ. გვიამბე, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება.

– კონკრეტული პროექტისთვის ჩამოვედი, მაგრამ კორონას გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა და გადაიდო ჯერ ერთი თვით, მერე კიდევ… გადავწყვიტეთ, საემიგრაციო სამსახურში შეგვეტანა საბუთები. აქ რომ შეიტან საბუთებს, მერე აღარ შეგიძლია საქართველოში დაბრუნება. იწელება დრო და ჯერ კიდევ ველოდებით ცხოვრების უფლებას.

ამერიკაში ჩამოსვლას დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც ხმა შემეცვალა.  მეშინოდა, რომ აღარ მექნებოდა ისეთი ხმა, როგორიც აქამდე მქონდა. ამის გამო დეპრესიაში ვიყავი. შეროლმა მითხრა, შენ ტყუილად ნერვიულობ, ხმა არ დაგიკარგავსო…

დღე არ გავა, სიზმარში საქართველო და მისი ქუჩები არ ვნახო. მესიზმრება, რომ ამერიკიდან სახლში ჩავდივარ… სადაც ახლა ვარ, სწორედ ამ ქვეყანაში ვხედავ ჩემს მომავალს. ამერიკაში ძალიან ფასდება შრომა, ნიჭი და აქ ვაპირებ დარჩენას.

ხელები მიკანკალებს სიხარულისაგან!”: ალექსანდრე ზაზარაშვილი

– მითხარით, მამას და მე დიდი სირთულეების გადალახვა დაგვჭირდაო. რას გულისხმობთ?

– ბევრმა გამომიყენა, ბევრმა იმედი გამიცრუა, ბევრი ცუდად მომექცა. ისეთი რაღაცები მოხდა, ბევრისგან მეტკინა გული, მაგრამ მაინც ყველას მადლობელი ვარ, რადგან პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო. ალბათ უფრო მომზადებული დავხვდები ადამიანთა ცუდ ქცევებს.

– ძალიან ადრე იყო ამ ასაკში ასეთი ჭკუის სწავლა.

– რას ვიზამ. ვიცი, ღმერთისგან დალოცვილი ვარ. როცა რამე ცუდი ხდება, ვიცი, იმიტომ მოხდა, რომ მერე უფრო კარგი რამ მელოდება. 5-6 წლიდან მონასტერში დავდიოდი, იქ ვრჩებოდი და სულ მჯერა, რომ ღმერთი მუდამ ჩემ გვერდით არის.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები