LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებლად ვაპირებ ოთარ რამიშვილის ნამუშევრების გასაჯაროებას, რადგან ძველ პერიოდში შექმნილი სიმღერები მართლა საუკეთესოა…“ – მიხეილ რამიშვილი

245
17622555_1504078252945134_1421788978_o

28 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ადვოკატი და მუსიკოსი მიხეილ რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის პროფესიებზე, ოჯახზე და თავის მუსიკალურ ნაწარმოებებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მუსიკალურ ოჯახში დაბადებულ ადამიანს, რატომ მოგინდათ იურისტობა და ბატონი ოთარი თუ იყო ამ გადაწყვეტილების მომხრე?

ბავშვობიდან ვერ ვიტანდი უსამართლობას და ვერასდროს ვახერხებდი, რომ სამართლიანობა პოლიციასთან ან სხვა შესაბამის სისტემასთან აღმედგინა. მინდოდა, რომ სამართლიანობა ყოფილიყო და არავინ დაჩაგრულიყო. დავამთავრე კონსერვატორია და შემდეგ გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მამაჩემმა ძალიან დადებითად შეაფასა ჩემი ეს გადაწყვეტილება. ადვოკატის პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, რომ შეძლების და გვარად მივაღწიო იმ მწვერვალს, რასაც სამართლიანობა და სიმართლე ჰქვია.

ძალიან წარმატებული შვილები გყავთ, მინდა, მათზეც მოგვიყვეთ,

ლიზა ძალიან წარმატებული ჩელისტია. ბევრი პროექტები აქვს, ახლო მომავალში უკრაინის მხარდამჭერი გასტროლები ექნება, თავის უცხოელ მეგობრებთან ერთად. ჩემი ვაჟი მრავალგზის  ჩემპიონია ფარიკაობის ერთ-ერთ სახეობაში. სპორტი, მუსიკა, შემოქმედება, ყველაფერი ერთად არის ჩემს ოჯახში თავმოყრილი.

როგორც ვიცი, თქვენც ყოფილი სპორტსმენი ხართ.

კი, ვიყავი მძლეოსანი, მაგრამ მერე აღარ გავყევი სპორტს, ხელოვნება ავირჩიე.

ვიცი, რომ ბავშვობიდან ძალიან კარგ სიმღერებს წერთ. აპირებთ ამ სიმღერების გასაჯაროებას?

კი, აუცილებლად ვაპირებ ამ ნამუშევრების გასაჯაროებას, რადგან ძველ პერიოდში შექმნილი სიმღერები მართლა საუკეთესოა. არის რამდენიმე ახალი სიმღერაც, რომელთა გასაჯაროებაც ვერ მოხერხდა. ამ საქმეში ჩემი გოგო, ლიზაც ჩართულია. გასაჯაროვდება ის სიმღერებიც, რომლებზეც სულ მეუბნებოდა მამა, რატომ არ ამბობ, რომ შენი დაწერილია, რატომ მალავო, მამაჩემის ლექსებზე იყო ეს სიმღერები დაწერილი. არის მომღერლების ძალიან კარგი თაობა, როგორც უფროსი, ისე უმცროსი, რომელთაც გენიალურად შეუძლიათ ამ სიმღერების შესრულება.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები