LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და მიშა თითქმის 25 წელია ვმეგობრობთ” – მიშა ზაქარიაშვილი და ნინო ახვერდაშვილი დუეტის პრემიერით „არ დაიდარდოში“

162
მიშა-ზაქარეიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ საახალწლო ეთერში მიშა ზაქარიაშვილი და ნინო ახვერდაშვილი ესტუმრნენ, რომლებმაც ახალი დუეტის ,,მე და შენ ანუ შენ და მე” პრემიერა შემოგვთავაზეს.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როცა ორი კომპოზიტორი გაერთიანდით და ეს პროექტი წამოიწყეთ?

ნინო ახვერდაშვილი:

მივესალმები თქვენს ძვირფას რადიომსმენელებს, მინდა მოგილოცოთ ახალი 2020 წელი, გისურვოთ საუკეთესო და ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება წელს ინატროს ადამიანმა. მე და მიშა თითქმის 25 წელია ვმეგობრობთ, ძალიან მინდოდა, რომ დუეტი ჩაგვეწერა და გამოვიდა კიდეც. არანჟირება და ის ხაზი, რომელიც წაიყვანა მისამღერში ეკუთვნის მიშას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ერთობლივი სიმღერაა. რომ არა მიშა ეს სიმღერა ,,მე და შენ ანუ შენ და მე”, ასეთი ვერ გამოვიდოდა. იშვიათად ხდება, რომ მიშა ზაქარიაშვილი სხვის სიმღერას ასრულებს, ეს არის ჩვენი ძმობის, მეგობრობის დამსახურება.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები