LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი: „ქალებს უფრო ვენდობი, ისინი უფრო ერთგულები აღმოჩნდნენ…“

124

„პროფილის“ ახალი გადაცემა დათო გომართელის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. წამყვანთან პირისპირ მომღერალმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იმაზეც, როგორ იყო მექალთანე და რატომ ენდობა უფრო მეტად ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.

დათო გომართელი:

რა თქმა უნდა, ვიტყვი პირდაპირ, რომ ქალი უნდა იყოს, პირველ რიგში, ჭკვიანი და ფიზიკური მონაცემებიც უნდა ჰქონდეს. ეს არის იდეალური ვარიანტი. ფორმულა არ მაქვს, ცისფერთვალება, ქერა, მაღალფეხებიანი…

ვიყავი მექალთანე, ვერ დავმალავ ამას (იღიმის). გააჩნია, რას ვეძახით ამას, ვიყავი ადამიანი, რომელსაც უყვარდა ქალბატონებთან ურთიერთობა უფრო მეტად. საერთოდ, ქალბატონებთან უფრო გახსნილი ვარ, რადგან მათი უფრო მჯერა. მათ უფრო ვენდობი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გავიარე და ვნახე, ქალები უფრო ერთგულები აღმოჩნდნენ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები