LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დილაობით ყოველთვის ვისვამ სახეზე ყინულის კუბიკს” – გია ჯაჯანიძის მუდმივი პოზიტივის საიდუმლო „არ დაიდარდოს“ რუბრიკაში „მხიარული დილა“

140
giajajanidze

როგორია გია ჯაჯანიძის დილის რუტინა,  როგორ ახერხებს იგი დილიდანვე პოზიტიურ განწყობაზე ყოფნას და ვინ აამღერა ტელეწამყვანი – „არ დაიდარდოს“ახალ რუბრიკას -„მხიარული დილა“   გია ჯაჯანიძე სტუმრობს.

გია, დილა მშვიდობის. როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან პოზიტიური ხართ. საინტერესოა, როგორ ახერხებთ დილიდანვე ასეთ პოზიტიურ განწყობაზე ყოფნას და ზოგადად, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დილა?

გია ჯაჯანიძე: მშვიდობიან დილას გისურვებთ. სხვათა შორის, დილაობით ყოველთვის ადრე ვდგებოდი, რაც თავი მახსოვს სულ ასეა. ცხადია, დილიდანვე პოზიტიურ განწყობაზე ვარ. ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე,რომ დილას ჩიტმაც კი არ უნდა დაგასწროს ჭამაო (იცინის). მართალია ამ მითითებას ბოლომდე ვერ ვასრულებ, იმიტომ რომ დილას ჩვეულებრივ საუზმობა არ შემიძლია, მაგრამ დღეს ყოველთვის ვაშლით ვიწყებ. ვაშლის შემდეგ ყავას ვსვამ, მერე კი ჰერკულესით ვსაუზმობ. ასეთია ჩემი მსუბუქი საუზმე. გარდა ამისა, მაქვს განსაკუთრებული რიტუალი (იცინის). ეს რიტუალი იმაში გამოიხატება, რომ ყოველთვის, გაღვიძების შემდეგ გარკვეული პერიოდი საწოლში ვრჩები. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ, უნდა ინებივროთ (იცინის). გაღვიძებისთანავე საწოლიდან წამოხტომა კარგი არ არის. მე დაახლოებით ხუთ წუთს მაინც ვრჩები გაღვიძების შემდეგ საწოლში და ჩემს ორგანიზმს საშუალებას ვაძლევ, გამოფხიზლდეს. გარდა ამისა, დილაობით ყოველთვის ვისვამ სახეზე ყინულის კუბიკს, რომელიც მაცივარში ალბათ ყველას გვაქვს. ყინული არამხოლოდ იმიტომაა კარგი, რომ სწრაფად გამოფხიზლებაში გვეხმარება, არამედ იმიტომაც, რომ სახის კანს აცოცხლებს, ამკვრივებს და მასზე დადებითად მოქმედებს.

 –საინტერესოა, ყინულის კუბი დილას პირის დაბანამდე უნდა გამოვიყენოთ თუ მას შემდეგ?

 გია ჯაჯანიძე: მე პირადად ყინულის კუბს პირის დაბანამდე ვიყენებ, ის გამოფხიზლებაში მეხმარება. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მე პირს არასდროს ვიბან, რადგან ყოველ დილას შხაპს ვიღებ. თუმცა ეს ყინულის კუბის შემდეგ ხდება ხოლმე (იცინის). სხვათა შორის, ყოველდღე დაბანა ძალიან კარგია არა მხოლოდ სხეულის, არამედ ენერგეტიკისათვის.ეზოთერულად ყოველ დღეს დაბანა დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ენერგიის მოშორებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე დაბანა ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ჰიგიენის თვალსაზრისით, არამედ ენერგეტიკულადაც. ბევრი რამე განაპირობებს იმას, რომ ჩემი დილა მხიარული იყოს. სხვათა შორის, რაც ასაკში შევედი, სულ უფრო მხიარული დილები მაქვს. როცა იღვიძებ და აცნობიერებ, რომ ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი, ცხოვრება მშვენიერია, ესეც საფუძველია, რომ კარგ ხასიათზე ვიყო დილიდანვე. სასაცილოა, მაგრამ როცა პატარა ვიყავი, 40 წლის ადამიანი უკვე ღრმად მოხუცი მეგონა, თუმცა ახლა ვხედავ, რომ ასე არ არის (იცინის).

 –გია, თქვენ იმღერეთ სიმღერაგადარეულა მსოფლიო“. ეთანხმებით ამ ფრაზას?

 გია ჯაჯანიძე: დიახ, ეს სიმღერა ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, არანჟირების ავტორიც თავად არის, მან ეს სიმღერა მაჩუქა და სიამოვნებით შევასრულე. მინდა მას უღრმესი მადლობა ვუთხრა. ცირა არის ადამიანი, რომელმაც ამაღერა. მე მომღერალი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს სიმღერა შევასრულე. მინდა გითხრათ ისიც, რომ ახალი სიმღერაც ჩავწერე, რომელიც მზად დღე-დღეზე იქნება და ეს სიმღერაც არანაკლებ მოგეწონებათ, ვიდრე „გადარეულა მსოფლიო“.

რაც შეეხება ფრაზას, მოდით ცუდ ხასიათზე ნუ დავდგებით. საშინელი მდგომარეობაა ირგვლივ. თითოეულმა ადამიანმა ცხოვრება უნდა გაიხალისოს თორემ ხალხი უკვე ერთმანეთის ჭამაზე არის გადასული. მინიმალური მიზეზის გამო შეუძლიათ ერთმანეთი გაწირონ. რაც უფრო პოზიტიურები იქნებით, ბედნიერება მით უფრო მოვა და მოვა, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია.

გია, დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე და დილა გაგვიხალისე. მე პირადად ძალიან პოზიტიურ განწყობაზე ვარ. იღბლიან, წარმატებულ და უდარდელ დღეს გისურვებთ.

გია ჯაჯანიძე: მადლობა, წარმატებული და ბედნიერი დღე მოგვცეს ღმერთმა.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები