LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს სიმღერა ყველა ქალბატონს ეძღვნება, ვინც ასე მზიანს და ომახიანს ხდის ჩვენს ცხოვრებას” – ,,თბილისური კვარტეტის’’ სიმღერის პრემიერა

328
tbilisurikvarteti

რადიო ,,არ დაიდარდოს” რუბრიკაში ,,მხიარული დილა’’ ,,თბილისური კვარტეტის’’ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

დეტალებზე სასაუბროდ, ეთერში თემო რიჟამაძე ჩაერთო.

თემო რიჟამაძე: ძალიან მიხარია, რომ თქვენ ეთერში შედგება ქალაქური სიმღერის პრემიერა, რომელსაც ,,ქალი თავნება’’ ჰქვია. სიმღერა ნანა მესხს ეკუთვნის, ლექსი ნანა ცინცაძის გახლავთ, ბრავოში ჩვაწერეთ, არანჟირებაზე ლევან ჩხაიძემ და ხვიჩა მაღლაკელიძემ იმუშავეს. ყველა ქალბატონს ეძღვნება, ვინც ასე მზიანს და ომახიანს ხდის ჩვენს ცხოვრებას.

ახალ ნამუშევარს ხომ არ ამზადებთ კიდევ?

უკვე ჩაწერილი გვაქვს შესანიშნავი სიმღერა, რომელსაც ბუნებრივია თქვენთან მოვიტანთ. დინამიური პროცესია ზოგადად, ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე. ორი კვირის წინაც მუსიკალური საღამო გვქონდა. შემოქმედებითად აქტიურები ვართ და ველით, რომ ახალი წელი კიდევ ბევრს სიახლეს მოგვიტანს .

 

თბილისური კვარტეტი – ქალი თავნება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები