LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა აბულაძე: „მთელი ცხოვრება მინდოდა, საქართველოსთვის მიმეძღვნა ეს ალბომი!..“

317
gochaabuladzenesss

ცნობილი საოპერო მომღერალი გოჩა აბულაძე საქართველოს ახალ ალბომს უძღვნის, რომელიც მთლიანად ქართულენოვანია და „ბრავო რეკორდსში“ პანდემიის დროს ჩაიწერა, თუმცა სრული წესების დაცვით.

გოჩა აბულაძემ, შესანიშნავი გიტარისტის, დათო ლონდარიძის აკომპანემენტით, ათი ცნობილი ქართული კომპოზიცია საკუთარი, კლასიკური ვერსიით შეასრულა.

როგორც მომღერალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთელი ცხოვრება, მიუხედავად უამრავი წარმატებისა, ოცნებობდა ქართული ალბომის ჩაწერაზე, რომ ის საკუთარი ქვეყნისთვის მიეძღვნა.

ზაზა შენგელიამ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მთელი ხმის ჩამწერი სტუდია მობილიზებული იყო ამ პროექტის შესაქმნელად. წინ კიდევ უამრავი პროექტია და კერძო სექტორის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გოჩა აბულაძის ალბომი სახელწოდებით „აბული“ „რედკოს“ აქტიური ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. პრესკონფერენციას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი, კატია აბსანძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია პოსტპანდემიურ პერიოდში მხარს უჭერს იმ სფეროს, რომელიც ძალიან დაზარალდა კოვიდ-19-ის გამო შექმნილი ვითარებით.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ალბომების ხელისმოწერის ცერემონია გაიმართა. გარდა ამისა, გოჩამ დათო ლონდარიძის აკომპანემენტით საოცარი შესრულება შემოგვთავაზა, ორი სიმღერა მარტომ შეასრულა, ხოლო „საქართველო, ლამაზო“ ძმასთან, უჩასთან ერთად.

როგორც გოჩამ აღნიშნა, სიმღერა ორივე ძმას დედამ შეაყვარა, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად მღერის.

გოჩა აბულაძე:

ალბომში შესულია ათი ცნობილი ქართული ჰიტი ჩემებური ინტერპეტაციით. მიხარია, რომ ჩვენი ნაშრომი ნახავს მზის სინათლეს. ალბომში შესულია ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორების, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, გიორგი ცაბაძის, მარინა ლეკიშვილის სიმღერები. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად შევასრულე „დაიგვიანეს“, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვუსმენდი და ვერასდროს ვბედავდი მის შესრულებას. გადავწყვიტე და ბატონ ანზორ ერქომაიშვილს მოვასმენინე. მხოლოდ მისი დადებითი შეფასების შემდეგ გავბედე მისი დისკში შეტანა.

ზაზა შენგელია:

„ბრავო რექორდსისთვის“ ძალიან სასაივმონო იყო ამ ალბომზე მშაობა. გოჩა აბულაძე ცნობილია ევროპასა და აშშ-ში, სადაც ის მოღვაწეობს. ეს არის მისი პირველი მცდელობა, შეხებოდა თანამედროვე ქართულ სიმღერებს. ვისაც უყვარს ქართული სიმღერა, მათთვის ეს ინტერპეტაციები ძალიან საინტერესო იქნება. რთული სამუშაო იყო, რადგან პანდემიის პერიოდში მიმდინარეობდა, მაგრამ წესებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით.

გოჩა აბულაძე ათამდე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისი წარმატება საოპერო სფეროში უკავშირდება ისტორიულ საოპერი თეატრებს, როგორებიცაა არენა დი ვერონა, მარმის რეჯოს თეატრი, ბუსეტოს ვერდის თეატრი და სხვა. ზემოთ ხსენებულ ტეატრებში მან 27 მთავარი როლი შეასრულა. გოჩა აბულაძე ლეგენდარულ რეჟისორთან, ფრანკო ძეფირელისთან თანამშრომლობდა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები