მუსკომედიის თეატრის მსახიობი, რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი, მომღერალი ლაშა რამიშვილი ჟურნალ „სარკის“ სტუმარია. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ინტერვიუდან.

როგორც ის აღნიშნავს, მალე მუსკომედიის თეატრი მისი მონაწილეობით ახალ მიუზიკლს შესთავაზებს მაყურებელს – „სანამ დათო დოიაშვილი ახალ მიუზიკლზე დაიწყებდა მუშაობას, მეტი დრო მქონდა. ქართველი საზოგადოება ძალიან მალე ბომბს იხილავს. მიუზიკლში მთავარი როლი მაქვს, ამიტომაც დილიდან ღამემდე თეატრში ვარ. დილით რადიოში, პირველი საათიდან 5 საათამდე – რეპეტიციაზე, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობს და ასე გამოიყურება ჩემი ყოველდღიურობა“.

ლაშა რამიშვილს 38 წლის ასაკში სამი შვილი ჰყავს. მეუღლესთან 13 წელია ცხოვრობს.

გარეთ ხმაურიანი, მხიარული ხართ. შინ რა თვისებებს ავლენთ?

შვილებთან მიმართებაში ძალიან მკაცრი ვარ, ტირანი. ბავშვები ყველას გათამამებული ჰყავს და მე ამას ვაბალანსებ. ჩემი და ჩემი მეუღლის, ბელას მშობლებისთვის მთავარია მათი სურვილები. ჩემი სიმკაცრის მიუხედავად, კვირაში სამჯერ მაქვს ჯადოსნური სიტყვები: „აბა, რა გაგიხარდებათ, რა გინდათ?“ იმ დღეს ყველაფერი შეიძლება ზომიერების ფარგლებში.

მეორე ნახევრის როლშიც ტირანში ხართ?

მთლად ასე ვერ ვიტყოდი, ამის საშუალება არ მეძლევა. ბელა ნატვრისთვალს მეძახის.

ვიცი, რომ ცოლს ხშირად ანებივრებთ რომანტიკული დღეებითა და საჩუქრებით. ამას ბევრი ქმარი არ აკეთებს.

დიახ, ასეა. მიყვარს სიურპრიზები. მისი რეაქციებით და ემოციებით ვცხოვრობ.

ლაშა რამიშვილთან ინტერვიუს ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ვრცლად წაიკითხავთ.

ტეგები: ლაშა რამიშვილი
კატეგორიები: სიახლეები