LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი: „იმ წამიდან ვთქვი, რომ როცა მეუღლე გვერდით მეყოლებოდა, კონფლიქტურ სიტუაციაში არასდროს ჩავერეოდი…“

275
lasharamishvili57

მომღერალი, მსახიობი და „არ დაიდარდოს“ წამყვანი, ლაშა რამიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ ბლიცკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთ შეკითხვაზე, თუ რას ერიდება ყველაზე მეტად, მსახიობი აღნიშნავს:

„ამ ბოლო დროს კონფლიქტურ სიტუაციებს ვერიდები. მსგავსი სიტუაციების გამო ლამის ბავშვი დავკარგე – ჩემი შეურაცხყოფა ვერ ავიტანე და ამის შედეგად ბელას კინაღამ მუცელი მოეშალა…

ეს იყო მოვლენა, რომელმაც შემცვალა – საშიშროება, როცა ჩემი მეუღლე იყო ფეხმძიმედ და შეიძლებოდა, მუცელი მოშლოდა. იმ წამიდან ვთქვი, რომ როცა მეუღლე გვერდით მეყოლებოდა, კონფლიქტურ სიტუაციაში არასდროს ჩავერეოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები