LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი სცენის“ ფინალური ათეული ცნობილია

5364
page

კვირა ,,დიდი სცენის” დღეა – ახალი მეგაპროექტის „დიდი სცენის“ ფინალური ათეული ცნობილია. გუშინ, „ეი ბი სი აკადემიის“ კინოთეატრის დარბაზში, რიგით მე-3 ეპიზოდის ჩვენება შედგა, რომელსაც მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია, ერთ-ერთმა კონკურსანტმა შესარჩევ ტურზე, შეყვარებულს ხელიც კი თხოვა, ასე რომ, საღამო საკმაოდ ემოციური გამოვიდა.

მე-3 ეპიზოდში კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ შემთხვევითობის პრინციპით, არჩევანი ორ კომპოზიციას შორის გაეკეთბინათ, შემდეგ კი სიმღერა ჟიურისთვის შეესრულებინათ, სწორედ ამის შემდეგ დადგა დრო, ჟიურის წევრებს, ნატო მეტონიძეს, გიორგი ცაგარელსა და სალომე კორკოტაშვილს, საბოლოო ვერდიქტი გამოეტენათ, რომელიც მარტივი, ნამდვილად არ ყოფილა.

მაშ ასე, ახალი მეგაპროექტის, „დიდი სცენა“ ფინალური ათეული ასე გამოიყურება:

ცოტნე გელოვანი, ომა  ფავორი, ქეთა ჭიჭინაძე, ირაკლი კაპანაძე, თიკო ღაჭავა, მარიამ ქაჯაია, ზურა მარგიშვილი, ლაშა გუჯაბიძე, ანანო ჩიტაიშვილი, ლუკა ჩაკვეტაძე

სწორედ აღნიშნული ათული იბრძოლებს გამარჯვებისთვის, დიდ სცენაზე, ყოველ კვირას, 22 საათზე, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში, ასე რომ კვირას, 5 იანვარს, თქვენ დაუვიწყარი, რიგით პირველი ლაივ-კონცერტი გელოდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები