LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვენიერი მუსიკალური სპექტაკლია მზად… 5 წელი მქონდა ეს იდეა და შემდეგ ბატონ აკა მორჩილაძეს დავუკავშირდი“ – ბორის შხიანი

144
326923789_1365241580943253_1175814169337423966_n

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ბორის შხიანი სტუმრობდა, რომელმაც თავის და აკა მორჩილაძის ახალ პროექტზე, ქუთაისის შესახებ გაკეთებულ მიუზიკლზე ისაუბრა.

ბატონო ბორის, როგორ შეხვდით ახალ წელს?

ახალ წელს ჩემს საყვარელ ქუთაისში შევხვდი ახლობლებთან ერთად და ძალიან დიდი დადებითი მუხტი მივიღე.

ახალი სიმღერები თუ გაქვთ?

მაქვს ნამდვილად, აბა, ტყუილად ვინ გამაჩერებს…(იცინის) რაღაც ჩანაფიქრები მაქვს და იმედია 2023 წელი კარგი იქნება.

რა ჩანაფიქრებზეა საუბარი?

მშვენიერი მუსიკალური სპექტაკლია მზად და გვინდა, რეალიზაციაში შევიყვანოთ. სპექტაკლი ქუთაისზეა.

როდის ჩამოყალიბდა ამ მიუზიკლის იდეა?

5 წელი მქონდა ეს იდეა და მერე ბატონ აკა მორჩილაძეს დავუკავშირდი ლონდონში. კი მომიბოდიშა ასეთი თეატრალური რაღაცები არ მჩვევიაო, მაგრამ დავითანხმე, ვფიქრობ, ეს უფრო ნიჭიერი კაცის თავმდაბლობა იყო. სცენარი მზად არის და მუსიკაც უმეტესად მზადაა, ფინალია ჩასაწერი.

 

გადაცემის ჩანაწერი: 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები