LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია ბათუმში შედგება

244
natiadumbadzebtmclipnws

ნათია დუმბაძემ ახლახან ახალი კლიპი წარმოგვიდგინა, სიმღერაზე ,,შენთან ერთად”, რომელიც რეპერმა მასტერმა დაუწერა. გიორგი პავლიაშვილთან მას უკვე საკმაო ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. სოლოსიმღერამდე, ნათიამ მასტერთან ერთად ორი ჰიტი ჩაწერა – ,,არ უყურო დროს” და “ნეკი-ნეკისა”. ორივე სიმღერაზე კლიპებიც გადაიღეს, რომლებსაც უამრავი ნახვა აქვთ ,,იუთუბზე”, მათ შორის, ,,არ უყურო დროს” – უკვე ექვს მილიონზე მეტი.

ნათია დუმბაძის “შენთან ერთად” ვიდეო რამდენიმე დღის წინ აიტვირთა ,,იუთუბზე”. მომღერალმა კლიპისთვის, რომელიც გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო, რამდენიმე განსხვავებული იმიჯი მოირგო.

13 აგვისტოს, ბათუმში, კლუბში Up2U ნათია დუმბაძე ბენდ “გრუვერსთან” ერთად, კონცერტს გამართავს. ღონისძიების სპეციალური სტუმარია მასტერი. საღამო ახალი კლიპის პრეზენტაციით დაიწყება. კლიპის პრეზენტაციას ამიკო ჩოხარაძე წაიყვანს. კლიპის პრემიერის შემდეგ სცენას ნათია და ბენდი დაიკავებენ, საღამოს მიწურულისკენ კი შესრულდება როგორც ახალი სიმღერა, ასევე დუეტები მასტერთან ერთად.

საღამოსთვის მომღერალი განსაკუთრებულად ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები