მომღერალმა ნინა სუბლატმა იმიჯი შეიცვალა. ნინამ თმა შეიღება და მოკლედ შეიჭრა. ქართველ ვარსკვლავს ახალი იმიჯი ძალიან უხდება, რასაც მისი მეგობრებიც აღნიშნავენ. ნინა სუბლატი ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისგან, განსხვავებული იმიჯით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ მისი იმიჯის გამო განსაჯეს მკაცრად, როდესაც „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით იმღერა.