25 თებერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის შემოქმედებითი საღამო შედგა. კონცერტი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დახმარებით გაიმართა. ქეთი გაბისიანის გვერდით მისი კოლეგები და მეგობრები დადგნენ, ისინი, ვინც მის რეპერტუარს ასრულებს, მათ შორის სცენა დაიკავეს გიორგი ცაგარელმა, რომელმაც ქეთისთან ერთად საღამო გახსნა, ნატო  მეტონიძემ და ლიზა ბაგრატიონმა, ნათია პერანიძემ, რომელმაც ცნობილი სიმღერა „არ ამაღო მე ხელი“ მის ავტორთან ერთად შეასრულა, ასევე ნინო ქათამაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, „შვიდკაცამ“, „თეატრალურის კვარტეტმა“ და სხვა უამრავმა შემსრულებელმა.

თავად ქეთი გაბისიანმა წარადგინა ახალი სიმღერა, რომელის პრემიერაც სწორედ ამ საღამოზე შედგა და როგორც თავად აღნიშნა, მის ერთ-ერთ ცხოვრებისეულ ამბავს ასახავს.

კონცერტზე შემსრულებლებს აკომპანემენტს თავად კომპოზიტორი და ასევე ცნობილ მუსიკოსთა შემადგენლობით ბენდი უწევდნენ.

როგორც კომპოზიტორმა განაცხადა, მისთვის რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გამოსვლა დიდი პატივი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე დღეში გაიყიდა და საღამოზე სრული ანშლაგი შედგა. კომპოზიტორის შემოქმედებამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა დიდი აპლოდისმენტები.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05