ცნობილი ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც რაჭაშია გადაღებული. ანსამბლი „ბასიანი“ „მრავალჟამიერს“ ასრულებს.

ცნობილი ქართული ანსამბლი რაჭაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმყოფება და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მესამე წელია, იმართება. ის „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნა და რაჭაში 9 სექტემბერს დასრულდება.

ტეგები: ბასიანი
კატეგორიები: სიახლეები