LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილმა ხუთი თვე აშშ-ში გაატარა – „სასწავლებლად ვაპირებ წასვლას…“

111

რატი დურგლიშვილმა ბოლო ხუთი თვე ლოს ანჯელესში გაატარა. მომღერალი ახლახან დაბრუნდა საქართველოში და „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან მოენატრა თავისი ქვეყანა. დიდხანს ვერსად ძლებს, თუმცა აპირებს, აშშ-ში სასწავლებლად წავიდეს და იცის, რომ აუცილებლად შეიპყრობს ნოსტალგია.

რატი დურგლიშვილი:

აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელეში, ხუთი თვე გავატარე. ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე, განსაკუთრებით მუსიკლაური კუთხით. ვეწვიე ხმის ჩამწერ სტუდიებს, მათ შორის „იუნივერსალსა“ და „კაპიტალ რეკორდს“, დავესწარი საინტერესო არტისტების ლაივპერფორმანებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაღალ დონეზეა განვითარებული შოუბიზნესი აშშ-ში.

მინდა, იქ სასწავლებლად წავიდე. აუდიოპროდიუსერის ფაკულტეტზე ვგეგმავ ჩაბარებას ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში. უკვე ვიყავი და პირობებიც გავიგე. არის წელიწადნახევრიანი და სამწლიანი კურსები. მაინტერესებდა, რა განსხვავება იყო მათ შორის და ამიხსნეს, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ვინ როგორ დაძლევს შეთავაზებულ პროგრამას. ჯერჯერობით ვფიქრობ წასვლაზე, არ გადამიწყვეტია. ზოგადად, აუდიოპროდიუსინგი, არანჟირება და ბალანსი საინტერესო საქმეა და ეს ინსტიტუტიც ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. (ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები