LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რეტროსპექტული სტილის სიმღერა მოგიტანეთ” – ნინო ბაშარული და გიორგი ფხალაძე პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

183
basharulinews45

30 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ სტუმრები ნინო ბაშარული და გიორგი ფხალაძე გახლდნენ. წინასაახალწლო გადაცემაში „არის2022“ სიმღერის „ქარი ქრის“ პრემიერა შედგა.

-როგორია წინა საახალწლო განწყობა?

ნინო: საოცარი წინასაახალწლო განწყობა მაქვს.

გიორგი: ამაღლებული განწყობა მაქვს მეც.

-ვისაუბროთ სიმღერაზე რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ…

ნინო : რეტროსპექტული სტილის სიმღერა მოგიტანეთ.

გიორგი: ძალიან უცნაურია სიმღერის შექმნის ისტორია. ნინომ გამომიგზავნა თავისი ვერსია,  სადაც თვითონ უკრავდა და ასრულებდა, რომ შემდეგ ხორცი შემესხა ამ ყველაფრისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, როდესაც მოვისმინე ვერ მივხვდი რა უნდა მომეხერხებინა ამ სიმღერისთვის იმდენად უბრალო მეჩვენა. შემდეგ, გამახსენდა ბარიოს მანგორეს ძველი ვალსი, ვიფიქრე შესავლისთვის შემესადაგებინა. ნინოს როდესაც მოვასმენინე ძალიან მოეწონა. შემდეგ, გაგვიჩნდა საერთო აზრები და შეხედულებები და საბოლოოდამ შედეგზე  გავედით.

ნინო: ჩემთვის გიორგის ხელწერა ამ სიმღერაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წლებია ერთად მოვდივართ და უსიტყვოდ ხვდება სიმღერაში რა და როგორ მსურს. ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან საინტერესო არანჟირებას დაუწერდა ჩემს სიმღერას. ტექსტი დაახლოებით 2 წლის წინ დავწერე და მეგობრების გარემოცვაში ვასრულებდი ხოლმე, მარტივი აკორდებით. არასდროს არ წარმიდგენია ფართო საზოგადოების წინაშე და ვფიქრობ დრომ კიდევ უფრო დახვეწა ეს სიმღერა. ძალიან ლამაზი ნამუშევარი გამოვიდა. გიორგის მეუღლე, ანი უკრავს ვიოლინოს.

-ნინო, 31 დეკემბერს თუ გაქვს რაიმე ღონისძიება?

-წელს მინდოდა, რომ ოჯახთან ერთად აღმენიშნა ახალი წელი და შესაბამისად არაფერი დამიგეგმავს.

 

ნინო ბაშარული – ქარის ქრის

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნინო ბაშარული & გიორგი ფხალაძე. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები