LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არაჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, თუმცა, როდესაც შოუბიზნესში მოვხვდი ძალიან შევიცვალე” – ქეთი ფარესაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

124
ketifaresashvili

30 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ მომღერალი ქეთი ფარესაშვილი ესტუმრა. წინასაახალწლო გადაცემაში „არის 2022“ მომღერალმა ახალი სიმღერა „ასე მგონია“ წარადგინა.

-ქეთი, როგორ შეაჯამებ 2021 წელს?

-ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი წელი იყო. ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ და უნდა გვწამდეს, რომ ცუდს ყოველთვის კარი მოსდევს. მოყვარული ფსიქოლოგი ვარ და ვცდილობ ყოველთვის ვიმუშაო ჩემს თავზე, რომ უკეთესობისკენ შევცვალო.

-როდის დაიწყე შენს თავზე მუშაობა?

-არაჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, თუმცა როდესაც შოუბიზნესში მოვხვდი ძალიან შევიცვალე, ამპარტავნული თვისებები შევიძინე. ჩემმა კლასელმა ბიჭმა მითხრა, რომ ჩემს თავს აღარ ვგავდი და ისევ ბავშვობის დროინდელ „მე“-ს უნდა დავბრუნებოდი. მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა და მას შემდეგ დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა. როდესაც შენს თავში რაღაცებს ალაგებ, გარშემოც ყველაფერი ლაგდება. აუცილებელია, შენს თავთან, ადამიანებთან და ღმერთთან გულწრფელი იყო.

-როგორ ემზადები ახალი წლისთვის?

-ოჯახში ვხვდები ახალ წელს. საახალწლო ღონისძიებები არ მაქვს დაგეგმილი, ჩემი საახალწლო ოცნება არ ახდა და არ დამიძახეს გალა კონცერტზე. მახსოვს ერთხელ 2017 წელს დამიძახეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მაინც და მაინც იმ წელს წავედი გერმანიაში და ისევ ვერ გამოვედი კონცერტზე.

-ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ასე მგონია“…

-2021 წელს გადავიღეთ კლიპი. პროდიუსერია დათო ხუჯაძე. ჩაიწერა დათოს სტუდიაში. სიმღერა ლილიკო ნემსაძის არის. სპონსორი ჩემი მეგობარი გახლავთ.

ქეთი ფარესაშვილი – ასე მგონია

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 ქეთი ფარესაშვილი. საახალწლო გადაცემა “არის 2022”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები