LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა კვლავ დავბრუნდე ამერიკაში“ –  მერაბ სეფაშვილი

231
sefashvili

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი ქალები“ მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელიც ქართულ სცენაზე უკვე 40 წელია დგას. მან საკუთარი კარიერის საწყისებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მომღერალი ახლახან დაბრუნდა ნიუ-იორკიდან, სადაც სამი გრანდიოზული კონცერტი გამართა ქართველი ემიგრანტებისთვის და მომავალშიც გეგმავს ამერიკაში დაბრუნებას, რადგან ნიუ-იორკში მოღვაწე „ბაგრატიონის ფონდთან“ თანამშრომლობს და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლოა მისი კონცერტები ამერიკისა და ევროპის ქალაქებში დაიგეგმოს.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, მერაბ სეფაშილის მოსმენა 14 აპრილს, ბათუმის მუსიკალურ თეატრშია შესაძლებელი, სადაც სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება და მომღერალი  ნატო გელაშვილთან და „ქართული ხმებთან“  ერთად წარსდგება ბათუმელების წინაშე.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები