გოგა ჩანადირი რაჭაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს „საქართველო“ ესწრება და ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ ასრულებენ შუახეველი ნოდარ ქარცივაძე, 81 წლის; მიხეილ ფუტკარაძე; 79 წლის, შოთა დიასამიძე, 84 წლის – აჭარულს. ისინი ანსამბლ „ფესვების“ წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ გაიხსნა და 9 სექტემბერს რაჭაში დაიხურა.

კატეგორიები: სიახლეები