LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერის პრემიერა და მზადება სოლო კონცერტისთვის

216
shavlashvili

„რადიო დუეტის“ სტუმარი მომღერალი გიორგი შალვაშვილი იყო. ის გადაცემას ახალი სიმღერის „უთბილისოდ რა იქნება” პრემიერით ესტუმრა. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს ახალი ბენდი ჰყავს და უახლოეს მომავალში ორ სოლო კონცერტს გეგმავს, ერთი მაისის ბოლოს „არტ ჰოლში” გაიმართება, მეორე კი შემოდგომაზე ფილარმონიაში.

მომღერალი აპრილის ბოლოდან ევროპულ გასტროლებს იწყებს, 27 აპრილს ლოლა წერეთელთან და შალვა მორელისთან ერთად  სალონიკში მიემგზავრება, შემდეგი გაჩერება კი  რიგით მეთოთხმეტე გასტროლით იტალიაა.  მომღერალმა აღნიშნა, რომ ვერცერთ ქვეყანას ვერ მოერგო და როგორც კი თვითმფრინავი  უცხო მიწაზე დაფრინდება უკვე უკან სამშობლოში უნდა გამომგზავრება, ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა რაც  პატარძეულში გადავიდა და 93 წლის პაპასთან ერთად ცხოვრობს.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები