„ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტუმარი მომღერალი დათო ხუჯაძე იყო, მან გადაცემის ფარგლებში შემოქმედებით გზაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გაიხსენა ანშლაგით ჩატარებული კონცერტები, აღიარება, გრანპრი კონკურსზე, ქვეყნის დატოვება, უცხო ქვეყანაში ადგილის დასამკვიდრებლად გავლილი რთული გზა და პრინციპები, რომელსაც არ უღალატა.

ინტერვიუში დათომ ისაუბრა საბავშვო სტუდია „სახეზე“, რომელსაც დათო ფორჩხიძესთან ერთად უძღვება და მომავალ თაობას ზრდის, „უკვე სცენაზეც გამომგყავს ჩვენი ბავშვები და გულს უხარია“, –  აღნიშნა მომღერალმა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი დაგვპირდა, რომ 2019 წელს ვიხილავთ მის ახალ კლიპს და მოვისმენთ მინიმუმ სამ ახალ ნამუშევარს.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები