LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არტ-გენის“ მუსიკალური დღეები და ნიაზ დიასამიძის ვაჟები სცენაზე მამასთან ერთად

174
221394313-2847521468891828-3625361305848716808-n

„არტ-გენის“ მუსიკალური ფესტივალის თბილისური ტური დახურულია. 25 ივლისს ნიაზ დიასამიძე „33 ა“-სთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგა, თუმცა დიდი სიურპრიზი გველოდა, რადგან ნიაზი სცენაზე ვაჟებთან ერთად გამოვიდა, თემურიკოს საზოგადოება უკვე იცნობს, მაგრამ უმცროსი ვაჟი, ანდრია პუბლიკის წინაშე პირველად გამოვიდა და მაყურებლის გულები დაიპყრო. დიასამიძეებმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.

ამ დახურვამდე მაყურებელს არაერთი მუსიკალური სიამოვნების მიღების საშუალება ჰქონდა, რასაკვირველია, სანახაობრივთან ერთად, ვინაიდან „არტ-გენი“ „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა, შემდეგ მას მოჰყვა „რეგიონის“ კონცერტი, სადაც „სუხიშვილებიც“ იყო ინტეგრირებული, აკადემიის სახით და მათი ერთობლივი ნომრის ხილვის შესაძლებლობაც გვქონდა.

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგა „ჩვენებურები“ ლელა ნაყეურთან ერთად... აღარაფერს ვიტყვით საინტერესო შესრულებებზე, რომლებიც სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი ფოლკლორული ანსამბლებისგან მოვისმინეთ. დახურვის წინა დღეს გვქონდა შესაძლებლობა, მონატრებული ნინო ქათამაძე გვენახა თავის ჯგუფთან ერთად და დაუვიწყარი მელოდიები კიდევ ერთხელ მოგვესმინა…

„არტ-გენი“ ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ვნახოთ, რას მოიფიქრებენ ორგანიზატორები შემდეგ წელს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები