LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა პერიოდს უხდება, ზამთარსაც და ზაფხულსაც” – ,,ფლეში” პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

111
fleshiardaidardo

29 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ სტუმარი გახლდათ ჯგუფი „ფლეში“. გადაცემაში „არის2022“ მათი ახალი სიმღერის – „ბაკურიანი-ბათუმი“ პრემიერა შედგა.

-როგორია თქვენი საახალწლო განწყობა და სად ხვდებით 2022 წელს?

აჩიკო: მე პირადად სახლში ვხვდები ოჯახის წევრებთან ერთად შემდეგ, ნათესავებთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე.

ბადრი: სანამ პოპულარულები ვიყავით, არც ვიცოდით სად მოგვიწევდა ახალი წლის შეხვედრა, სულ კონცერტებზე ვიყავით. წელს არ გვაქვს საახალწლო კონცერტები, თუმცა 27 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე გამოვედით და შევასრულეთ სიმღერა „ბაკურიანი-ბათუმი“.

-ახალ სიმღერაზე „ბაკურიანი-ბათუმი“ ვისაუბროთ…

აჩიკო: ტურისტული სიმღერაა (იცინის).

ბადრი: ყველა პერიოდს უხდება, ზამთარსაც და ზაფხულსაც. იდეაში, ყველა რეგიონზე გვინდოდა გვქონოდა სიმღერა, რომ მოვფერებოდით მათ.

აჩიკო: საბოლოოდ ყველაზე პოპულარული ბათუმი და ბაკურიანი შევარჩიეთ.

 

ფლეში – პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფლეში – ახალი წლის დილა. Live.

 

ფლეში. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები