LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა თეატრს, ყველა შემოქმედს, არტისტს, რეჟისორს  ვუსურვებ ბედნიერებას და შემოქმედებით წინსვლას” – ნანა ბუთხუზი

170
nanabutxuzi

14 იანვარს, რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილა მსახიობ ნანა ბუთხუზთან ერთად დაიწყო. მსახიობმა თავის საახალწლო განწყობაზე ისაუბრა და რადიო ეთერის მეშვეობით საზოგადოებას ქართული თეატრის დღე მიულოცა.

-ნანა, პირველ რიგში, ქართული თეატრის დღეს გილოცავ…

-ეს თარიღი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღეს.  ყველა თეატრს, ყველა შემოქმედს, არტისტს, რეჟისორს  ვუსურვებ ბედნიერებას და შემოქმედებით წინსვლას, თავისუფლებას, ფრენას, გალაღებას და სიგიჟეებს, საოცარ სამყაროში გადასვლას, რომელშიც ყველანი ვიქნებით ბედნიერები.

-დღეს კალანდაა. როგორია შენი საახალწლო განწყობა?

-მშვიდი და წყნარი. მყუდროდ, ერთმანეთის სიყვარულში და სითბოში ვატარებთ ამ დღეს. არაფერი პომპეზური.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები