LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 რამ რაც ღვინის მოყვარულმა უნდა იცოდეს

27
Soirée-entre-filles-Ambiance

1 – ღვინის ეტიკეტის თანახმად, ღვინის ჭიქას ხელი ძირში უნდა მოკიდოთ, რათა სასმელმა ხელის სითბოს გამო, გემო და ხარისხი არ დაკარგოს.

2 – ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბოთლის ღვინო უმჯობესია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შევინახოთ. ამით საცობი მუდმივად ნოტიო იქნება და არ გამოშრება. ხოლო საცობი თუ დაზიანებული აღმოჩნდა ბოთლში შესაძლოა ჰაერი შევიდეს და ღვინოც დამჟავდეს.

3 – თეთრი ყურძნის ყველაზე ცნობილ სახეობად შარდონე მიიჩნევა, რომელშიც ვაშლისა და კენკრის არომატები იგრძნობა, ასევე შეგიძლიათ შეიგრძნოთ მუხისა და კაკლის არომატიც.

4 – „გაყინული“ ღვინო იგივე აის ვაინი ,ასე ეწოდება სადესერტო ღვინოს, რომელიც გაყინული ყურძნისგან მზადდება. აუცილებელი ინგრედიენტი ასეთი ღვინის დასამზადებლად ის  ყურძენია, რომელიც მინდორში ბუნებრივ პირობებში მწიფდება და არა სათბურის პირობებში.

5 – ბევრი ცდება როცა ფიქრობს, რომ თეთრ ღვინოს ყურძნის თეთრი სახეობისგან ამზადებენ, ხოლო წითელს – მუქი ყურძნისგან. სინამდვილეში თეთრი ღვინო შესაძლოა შავი ყურძნისგანაც მომზადდეს, ამისთვის საკმარისია უბრალოდ ყურძენს კანი მოშორდეს.

6 – ღვინის ექსპერტი სომელიეა – ყველამ იცის, რომ „სომელიე“ არის ღვინის შესყიდვაზე , შენახვასა და კლიენტებისთვის მათ წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი . ღვინის მომზადების, შეფასების სპეციალისტს კი „ენოლოგი“ ქვია.

7 – ღვინო სასურველია სუფრაზე ოდნავ მრგვალი ჭიქებით შეიტანოთ ან სტუმარს მიაწოდოთ, რადგან ასე ინახება არომატი, ასევე სასურველია, თუ ჭიქის შუშა მაქსიმალურად სქელი იქნება.

8 – ღვინო მზადდება პლანეტის ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა, რადგან აქაური კლიმატური პირობები ხელს არ უწყობს ამ სასმელის წარმოებას.

9 – აღსანიშნავია, რომ ღვინო „კოტ დე პროვანსი“ მსოფლიოს საერთაშორისო ღვინის კონკურსის ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც ღვინის მწარმოებლებისთვის „ოსკარის“ ტოლფასია. მისი შეძენა მხოლოდ 9 დოლარად შეგიძლიათ.

10 – ყველაზე ძვირადღირებული ღვინო 1947 წლის „შატო შევალ ბლანკ“- ია, რომელიც ჟენევის აუქციონზე

304 375 დოლარად უცნობმა ღვინის თაყვანისმცემელმა შეიძინა.

11 – „ჰერეს დე ლა ფრონტიერა“ 1775 წლის ესპანური ღვინო მძაფრი არომატით ყველაზე ძველი ღვინოა მსოფლიოში. შემორჩენილია სულ 5 ბოთლი, რომლებიც ყირიმის მუზეუმში ინახება.

12 – კიდევ ერთი სიანტერესო ფაქტი – ერთ ბოთლ ღვინოში ერთი კილოგრამი ყურძენი ჩადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები