LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წელი სცენაზე – „თეატრალურის კვარტეტის” სიმღერის პრემიერა და საიუბილეო წლის გეგმები

6
kvarteti..

გადაცემას „რადიო დუეტი” ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი” სიმღერის პრემიერით  ესტუმრა. თხუთმეტწლიანი ისტორიის მქონე ჯგუფს წელს საიუბილეო წელი აქვს და უამრავ საინტერესო აქტივობას გეგმავს.

მოგესალმებით, მიხარია რომ ოთხივემ ერთად მოახერხეთ ჩვენთან სტუმრობა, მაინტერესებს რა სიახლეებია თქვენთან?

სიახლეები ბევრია, იქედან გამომდინარე, რომ წელს საიუბილეო თარიღი გვაქვს, 15 წლის ვხდებით ბევრ აქტივობებს ვგეგმავთ. თბილისში კონცერტი თითქმის დაგეგმილია და გარდა ამისა  ვაპირებთ რეგიონებში გასვლას და ჩვენს მსმენელებთან შეხვედრას, ადამიანებთან რომელთა სიყვარულსაც 15 წელია ვგრძნობთ. 8 მარტს ქუთაისს მოვეფერებით და ულამაზეს ქალბატონებს მივულოცავთ ამ დღეს. კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება, გვეყოლება სტუმარი და ვგეგმვათ, რომ ყველა რეგიონში, სადაც კი კონცერტს გავმართავთ ჩვენთან ერთად ერთი სპეციალური სტუმარი წარსდგეს მსმენელის წინაშე, ამჯერად ქუთაისს ეკა მამალაძესთან ერთად ვესტუმრებით საღამოს კი ნიკოლოზ წულუკიძე წაიყვანს.

რამდენად რთული იყო ეს 15 წელი ერთად?

ძალიან რთული, ურთულესი იყო. ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნები და მთავარი მიზანი გუნდური პრინციპით მუშაობა იყო. ძალიან ბევრი დაბრკოლება იყო ამ წლების მანძილზე, მაგრამ ერთად დგომით ყველა წინააღმდეგობის გადალახვა და საქმის კეთება შევძელით. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვართ ოთხი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ სიმღერით ვცხოვრობთ და სხვა სამსახური არ გაგვაჩნა, გვერდში მდგომი ადამიანების დახმარებით კი ვახერხებთ სიმღრების ჩაწერას და მოვდივართ დღემდე. თქვენ  სრულიად ჰოლდინგ ფორტუნას” დიდი მადლობა, რომ გვაძლევთ საშუალებას ჩვენი ნამუშევრები ხარისხიან არხზე გავაშუქოთ.

„კახიძის პოპური” ახალი ნამუშევარი რომლითაც გვესტუმრეთ, ვის ეკუთვნის იდეა და რომელ სტუდიაში დამზადდა?

ერთობლივი ნამუშევარია, გაჩნდა იდეა რომ გაგვეერთიანებინა სიმღერები, რომელსაც ცალ-ცალკე ვმღეროდით. ოთხივეს სხვა და სხვა აზრი გვაქვს ხოლმე რეპეტიციებზე, მაგრამ საბოლოოდ ვთანხმდებით და მიზანი ამ ყველაფრის მაქსიმალურად გემოვნებიანი პროდუქტის შექმნაა. სიმღერები, რომელსაც ეს პოპური აერთიანებს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ ჩვენებური ვერსია გავაკეთეთ რომა გიორგაძესთან ერთად, უნიჭიერეს ადამინთან, რომელიც ჩვენი მეგობარია და ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც მთელი არსებით გვიდგას გვერდით, არანჟირებაც მას ეკუთვის და მისივე სტუდიაში ჩაიწერა.  ვფიქრობთ, რომ კარგ განწყობაზე დააყენებს ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ნამუშევარს მოისმენს, ჯანსუღ კახიძის ემოციის გარეშე მოსმენა უბრალოდ შეუძლებელია.

 უახლოესი სამომავლო გეგმები როგორია?

შეგვიძლია დავაანონსოთ კიდევ ერთი პოპური, რომელიც გზაშია და მალე მზად იქნება. არანჟირება გაკეთებულია, ვემზადებით ჩასაწერად და ექსკლუზივი თქვენ გეკუთვნის  რა თქმა უნდა.

მადლობა სტუმრობისთვის, მომავალ შეხვედრამდე…

 

თეატრალურის კვარტეტი – კახიძის პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თეატრალურის კვარტეტი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები