LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ლაზურმა სიმღერამ შეგვკრა და გავაერთიანა” – ანსამბლი ”თუთარჩელა” სტუმრად „არ დაიდარდოში”

8
mtv

გადაცემის ღვინო დუდუკი ქალების” სტუმარი ანსამბლი ”თუთარჩელა”  და მისი დამაარსებელი თამარ ბუაძე იყვნენ.  გადაცემის ფარგლებში რამდენიმე ცოცხალი შესრულება შედგა, ეთერის მიწურულს კი პრემიერა გაიმართა.

ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა” 2009 წელს დაარსდა რუსთავში, მოგვიყევით, როგორ დაიწყო  ეს ყველაფერი?

ქალთა გუნდი რომ მოღვაწეობდა, დადგა იმის საკითხი, რადგან იმ წელს ერთიანად ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავდა სკოლაში, დაგვეარსებინა ახალი თაობა. თავდაპირველად დავიწყეთ ფოლკლორით, პირველი ორი წელი ვმღეროდით ქართულ და მსოფლიო ხალხურ სიმღერებს, მსოფლიო ხალხთა მუსიკამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს მუსიკალურ ჩამოყალიბებაში და გაზრდაში და ამან მოამწიფა საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში სხვა ჟანრიც მოგვესინჯა.

რაც შეეხება ქალთა გუნდს, ყველანი მეგობრები ვართ, ერთხელ ალილოზე წავედით და ისე მოგვეწონა ერთად სიმღერა, გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავი და ერთად გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა, ალბათ მოგეხსენებათ ჩვენ ლაზურმა სიმღერამ როგორ შეგვკრა და გავაერთიანა,  დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დღემდე ერთად ვართ და ვაგრძელებთ მოღვაწეობას.

2014 წლიდან აქტიურად მოღვაწეობთ საზღვრებს გარეთ, არა ერთ კონკურსში, ფესტივალში მონაწილეობთ, რამდენად არის გამოხმაურებები, მოწვევები?

ქალთა გუნდმა „თუთარჩელამ” ძალიან დიდი გასაქანი მისცა ახალგაზრდულ გუნდს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საზღვრებს გარეთ გასულიყვნენ, 2016 წელს ჩვენ მოვხვდით მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალზე ქალაქ ბაზელში, რამაზ დიდი როლი ითამაშა ჩვენს შემდგომ გასვლით კონცერტებში, რომლებიც შვეიცარიისა და გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, წარვადგინეთ როგორც ქართული, ხალხური ფოლკლორი ასევე შვეიცარული მუსიკაც კი შევუსრულეთ მსმენელს. ჩვენ ვართ „ქვინების” და „რამშტაინის” ფანები, ამას ყველგან აღვნიშნავ.

ანსამბლი “თუთარჩელა” – კირილეისონ. Live

რამდენად შემეცნებითია ეს ყველაფერი, ახალი თაობის ინტერესი როგორია?

ბავშვების უმრავლესობა პატარა ასაკიდანვე იზრდებიან ამ გუნდში, იმისათვის რომ ჩვენთან იმღერო ძალიან ნიჭიერთან ერთად , ბეჯითიც უნდა იყო რადგან ის შრომა რასაც ეს ბავშვები კვირაში 3-4 დღე სამ-სამი საათი აკეთებენ, ბევრ უჭირს, მოსულან რეჟიმისთვის ვერ გაუძლიათ და წასულან. ამ ბავშვებს იმხელა შრომა აქვთ ამ გუნდის შენებაში ჩადებული, დღესაც კი მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი საქმე და პროფესია აქვთ, გამორბიან სამსახურებიდან რომ არ დააგვიანონ, ირეპეტიციონ, ეს დიდ სტიმულს მაძლევს მეც რომ ვიყო აქტიური, მოვიტანო საინტერესო რეპერტუარი, ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა და ჩამომაქვს საუკეთესო სიმღერები, ჩვენი რეპერტუარის 80% პრემიერაა ხოლმე საქართველოში.

თამარ, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე შენი წიგნი იყო წარგდენილი, გვესაუბრე ამ წიგნზე, რას მოიცავს შინაარსი?

წიგნი მზადდებოდა ხუთი წლის განმავლობაში, ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, წიგნში შესულია ხალხური, დამუშავებული და ასევე სიმღერები, რომლებსაც როგორც ქალთა ასევე ახალგაზრდული გუნდი მღეროდა. წიგნი დააფინანსა ფრანკფურტის გამომცემლობამ და კულტურის სამინისტროს, ორენოვანია, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. გათვლილია ქართული მუსიკით დაინტერესებული უცხოელებისთვის. მასალა ჩემს მიერ არის მოძიებული და დამუშავებული, კოლეგების დახმარებით, გერმანელმა კოლეგამ კი ძალიან დიდი როლი ითამაშა და კარგად გადმოსცემს რა არის ქართული მუსიკა. ქართული ფოლკლორი დიდ როლს თამაშობს ევროპისათვის, ეს არ არის მხოლოდ მუსიკა მათვის, ეს არის თერაპია, ზუსტად ასე ამბობენ თავად.

მაჭავარიანის დოლური” თუთარჩელას” შესრულებით, რომელიც ჩვენს ეთერში დაპრემიერდება, სად ჩაიწერა?

ჩაიწერა სტუდია მრავალჟამიერში”, სტუდიაში რომელიც რუსთავში მოღვაწეობს, ხმის რეჟისორია ილია ჯღარკავა, ჩაიწერა დაახლოებით ერთი წლის წინ.

მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებას…

 

ანსამბლი “თუთარჩელა” – დოლური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანსამბლი “თუთარჩელა”. გადაცემა ”ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ანსამბლი “თუთარჩელა” – სათამაშო. Live

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები