LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ახალი სიმღერა „შენზე ფიქრები” ექსკლუზიურად თქვენთან დაპრემიერდება

16
sandro kaxidze

რადიო დუეტის” სტუმრები შოუმენი, წამყვანი და მომღერალი აჩი ფურცელაძე და წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი და უამრავი კონკურსის მონაწილე სანდრო კახიძე იყვნენ, „არ დაიდარდოს” ეთერში სანდროს ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა.

 აჩი, მოდი გაგვაცანი სანდრო კახიძე, რომელიც, როგორც ვიცით, უამრავი კონკურსის გამარჯვებულია?

მოგესალმებით, სანდრო კახიძე არის ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივად განაგრძობს ამ გვარის ისტორიას, სანდრო ჩემი ბიძაშვილია და გადავიდეთ მასთან იმიტომ, რომ გარდა იმისა რომ საოცრად მღერის, ასევე ლაპარაკობს კიდეც. 🙂

სანდრო:

17-18 წლის ასაკში აქტიურად ვიყავი სპორტით დაკავებული, ვცურავდი და ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში დედაჩემის თხოვნით მივიღე მონაწილეობა, „ახალ ხმაში” ძალიან სპონტანურად გავედი, ეს იყო ამ კონკურსის მეორე სეზონი, სტეფანეს გუნდში მოვხვდი,  ნახევარ ფინალამდე მივედი, ეს იყო საკმაოდ წარმატებული სასტარტო პროექტი ჩემთვის. შემდეგი იყო „X ფაქტორი”, აქაც საკმაოდ წარმატებულად გამოვედი მე და თამთა გოდუაძემ ვიმღერეთ ერთად, შემდეგი იყო „ჯი-დი-ეს”-ზე „გახდი ვარსკვლავი”, აქ ფინალამდე მივედი და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, მეგობრებიც შევიძინე, ბოლოს ერთი წლის „საქართველოს ვარსკვლავში” მივიღე მონაწილეობა, აქაც ლაივ კონცერტებზე ვიყავი და შემდეგ გამოვეთიშე. ახლა ამ ეტაპზე, ვფიქრობ რომ საკუთარ რეპერტუარზე უნდა ვიმუშაო, დღეს ჩემი ახალი სიმღერა „შენზე ფიქრები” ექსკლუზიურად თქვენთან დაპრემიერდება.

მომავალში სხვა მუსიკალურ პროექტებში ხომ არ აპირებ მონაწილეობას?

რატომაც არა, საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაძლოა მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯერ ასე კონკრეტულად არ მაქვს განსაზღვრული და დაგეგმილი.

როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

აჩი:

ჯერ ერთობლივად გეგმები არ დაგვისახავს, პირველი ოჯახური შეხვედრა გვაქვს ახლა, რაც შემეხება კონკრეტულად მე, რაღაც კონცერტები დაგეგმილია, მაგრამ ჯერ ასე ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე მაქვს ახალი სიმღერა, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა, ძველია, დათო ევგენიძის ტექსტზე, ”თბილი-სი” ასე ქვია, მე გავუჟღერე, მელოდია დავადე და მოეწონა, შემდეგ ყველაფერი გაამზადა, დაწერა, ვაკავშირებთ რომ ჩემს ქალაქზეა, თუ როგორ ჩამოვედი, როგორ დაგიბრუნდით, ჯიგრული, გემოვნებიანი, თბილისური სიმღერა გამოვიდა. 1 მარტამდე ეს სიმღერა აუცილებლად დაპრემიერდება თქვენს ეთერში, რათა კონკურსში ”ოქროს ტალღა” მიიღოს მონაწილეობაზე.

სანდრო:

ამ ეტაპზე არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, ეს პირველი სიმღერაა და მომავალში ჩემს რეპერტუარზე ზრუნვას ვაპირებ. აქამდე ქავერებს ვმღეროდი, მაგრამ საავტორო მუსიკა ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომელიც დღეს დაპრემიერდება?

ჩემმა მეგობარმა უტამ მაჩუქა ეს სიმღერა, უტა კომპოზიტორია,  ტექსტის და მუსიკის ავტორი თავად არის. ერთ ჩვეულებრივ დღეს შემომთავაზა  ბალადური, სასიყვარული ჟანრის ”შენზე ფიქრები” შემესრულებინა, ჩავწერეთ ასევე მეგობართან ”ზ სტუდიოში” ზაზა გოჩიტაშვილთან, ყველა ეტაპზე მეგობრები  დამეხმარნენ და დიდი მადლობა მათ. ვგეგმავ კლიპის გადაღებას, დიდი ალბათობით სამეგობრო იმუშავებს ამ კლიპზე.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები…

 

სანდრო კახიძე – შენზე ფიქრები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სანდრო კახიძე & აჩი ფურცელაძე – იაგუნდი. Live

 

სანდრო კახიძე & აჩი ფურცელაძე. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები