LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2023 წელი ახალ გზებს, ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ყველაფერი ცუდი, ნეგატიური და არასასურველი 2022 წელში უნდა დავტოვოთ… რჩეულები და წლის მთავარი ნიშნები ვერძი და კურო არიან“ – ანზორ ოდიშარია

7
ანზორ-ოდიშარია

16 ნოემბერს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემა „გზაჯვარედინი“ 2023 წლის პროგნოზს დაეთმო.

ანზორ, წინა გადაცემაში აღნიშნეთ, რომ 11 ნოემბერს ჯადოსნური დღე იყო და რომ 11:11 წუთზე სურვილები უნდა ჩაგვეფიქრებინა. უახლოეს პერიოდში კიდევ თუ გველის ასეთი დღეები?

ასეთი დღეებია 17, 21, 22 და 25 დეკემბერი. ამ დღეებში სამყარო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული სურვილები ვაფორმიროთ და დედამიწის იმ შრეებთან მივიტანოთ, საიდანაც მათი ასრულება იწყება. აქვე გეტყვით, რომ 19 ნოემბერს ძალიან საინტერესო დღეა, ამ დღეს 17:00 საათზე უნდა გადათვალოთ ფული, რომ თქვენი ბარაქა და წარმატება გაძლიერდეს. ზოგადად, ყოველი დღე კონკრეტული ენერგეტიკის მატარებელია, მაგალითად, პარასკევი ერთ-ერთ საუკეთესო დღედ ითვლება პაემანზე წასვლისთვის ან ახალ პარტნიორთან შეხვედრისთვის. პარასკევი დღე ვნებასთან, სიყვარულთან ასოცირდება. ოთხშაბათი კარგია ოფიციალური შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის.

როგორი არის 2023 წლის ზოგადი პროგნოზი?

2023 წელი ძალიან საინტერესო ნუმეროლოგიური კოდით, შვიდიანით იწყება. მოგეხსენებათ, რომ 7 წარმატების მომტანია. 7 მოქმედების, წარმატების სიმბოლოა, მას სამოთხის კარებსაც კი ეძახიან. 2023 წელი კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ოჯახის შექმნისთვის, ფინანსური განახლებებისთვის. წლის პირველი ნახევარი, მეშვიდე თვემდე, ძალიან კარგი პერიოდია, შემდეგ ცოტა სირთულეების გველის როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ზოგადად, სამყაროსეულად. სამყარო გამოწვევებს გვიმზადებს და არც ისე მარტივი ამბები დგას ჩვენს წინ. არსებობს ალბათობა, რომ წლის მეორე ნახევარში ფინანსური კუთხით გარკვეული რისკები და ვარდნები იყოს. გეტყვით კარგ ამბავსაც, წინ ძალიან დიდი სიახლეები გველის, პოლიტიკურ ფლანგზე ისეთი სიახლეები იქნება, რომელთაც ვერც კი წარმოვიდგენდით. მოდიან ახალი ადამიანები, რომლებიც 2 ადამიანის შეთანხმების უკან იმალებიან და როცა ეს ამბავი გასკდება, გაირკვევა, ეს კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი იქნება ჩვენთვის. 2023 წელი ახალ გზებს, ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდი, ნეგატიური და არასასურველი 2022 წელში უნდა დავტოვოთ. 15 დეკემბრამდე არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ყველა სიცუდე, პრობლემა, ვალდებულება, ნეგატიური ადამიანები, ტოქსიკური ურთიერთობები, დაუმთავრებელი საქმეები წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ამის შემდეგ უკვე იწყება მზადება 2023 წლისთვის, იწყება სურვილების მოფიქრება, მიხვედრა, თუ რა გვჭირდება და რაღაცების დაგეგმვა. 2023 წელს მომრავლდებიან ენერგო ვამპირები და ადამიანები, რომელთაც თქვენს ხარჯზე მოუნდებათ თავისი ცხოვრების აწყობა.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ ტოქსიკურ ადამიანებს?

პირველ რიგში, უნდა ამოვიცნოთ ისინი და შემდეგ, უნდა ვუთხრათ, რომ კარგად იყვნენ, მაშინვე უნდა დავემშვიდობოთ.

როგორი იქნება 2023 წელი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვის, განსაკუთრებით რომელ ნიშნებს გაუმართლებთ?

რჩეულები და წლის მთავარი ნიშნები ვერძი და კურო არიან, მათ წარმატების ენერგია მთელი წლის მანძილზე აძლევთ საშუალებას, რომ თავიანთ სურვილებს, მიზნებს მიაღწიონ. განსაკუთრებით შეგვიძლია აღვნიშნოთ ტყუპებიც, რომელთაც ბოლო პერიოდის განმავლობაში რთული პერიოდი ჰქონდათ, უჭირდათ გადაწყვეტილებების მიღება და ვერ გრძნობდნენ მათთვის ჩვეულ ქარიზმას და ენერგიას. მათ ენერგია დაუბრუნდებათ და ექნებათ საშუალება გადადგან სწორი ნაბიჯები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მარტოხელა ტყუპებისთვის მარტიდან მაისამდე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, შეიძლება ისინი თავიანთ მეორე ნახევრებს შეხვდნენ. მეშვიდე თვემდე ძალიან ბევრი საინტერესო და აქტიური პერიოდი ელით ტყუპებს. კირჩხიბებს დადებითი პერიოდი მარტის შემდეგ მერვე თვემდე უწევთ. ამ პერიოდში აქტიურია მათი ფინანსური ენერგია, იზრდება წარმატება და გონებრივი შესაძლებლობები. გარკვეული სირთულეები და გამოწვევები ელით ლომებს. ამპარტავნება, თავის გამოჩენა, გადამეტებული ემოციები მათ ხელს შეუშლის, თუმცა მეექვსე თვიდან მეათე თვემდე მათ ცხოვრებაში სრული ფეიერვერკი, სასწაული ხდება და მათ შეეძლებათ თავის დამკვიდრება ნებისმიერ სფეროში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეეცდება მოგატყუოთ, გზიდან აგაცდინოთ და გარკვეული სირთულეები შეგიქმნათ. წლის მეორე ნახევარში, მეცხრე, მეათე თვიდან წლის ბოლომდე პრობლემა ექმნებათ ქალწულებს, რადგან მოიმატებს კონფლიქტური ურთიერთობები. ქალწულები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ სხვისი რესურსების გამოყენებას, სხვა ადამიანებისგან არ უნდა მიიღონ ნეგატიური ენერგიები და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ სტატუსს. ამის შემდეგ დგება მათი განახლების პერიოდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტათი რთული პერიოდი ელით მორიელებს, რადგან მათ ხელს უშლის მათი აგრესიულობა, ემოციურობა, იმპულსურობა. მორიელებს ვურჩევ, სასწრაფოდ განთავისუფლდნენ ყველა წყენისგან და სიცუდისგან, რომელიც დაუგროვდათ და განახლებული, სუფთა გულით და გონებით შეხვდნენ ახალ წელს. თუ ამას გაითვალისწინებენ, მაშინ სრული წარმატება, კეთილდღეობა ელით. წლის მეორე ნახევარში, მეათე თვიდან დეკემბრამდე გელით ისეთი მოვლენები, რომლებიც ძალიან გაგახარებთ და დაგამშვიდებთ. საინტერესო პერიოდია მშვილდოსნებისთვის, რადგან ელით გარკვეული პასუხისგება წარსულზე. რა ყველაზე კარგია, ისინი მძიმე ნეგატიური ზემოქმედებებისგან თავისუფლდებიან. ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი მიზნები, ღირებულებები, ფასეულობები გაამართლონ. მათთვის განსაკუთრებით კარგი პერიოდია იანვარი და თებერვალი და შემდეგ უკვე მეთერთმეტე და მეთორმეტე თვეები. მერწყულებს წლის პირველ პერიოდში გამოცდები ელით, განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და არ გადადგან მკვეთრი ნაბიჯები და მიიღონ მკვეთრი ცვლილებები, რადგან ბევრი შეთავაზება, ცდუნება ექნებათ. სამყარო იმ ყველაფერზე ითხოვს პასუხის გაცემას, რაც დააშავეთ, ამიტომ გამოასწორეთ თქვენი თავი. წარმატებული პერიოდი მარტის მერე იწყება და წლის ბოლომდე გასტანს, ამ პერიოდში შეგიძლიათ, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. აუცილებლად მიიღეთ რჩევები და მოუსმინეთ უფროს ადამიანებს. გაითვალისწინეთ, რომ მარტამდე მომხდარი ამბები მთელს წელზე იქონიებს ზემოქმედებას. გამოცდების ჩაბარება მოუწევთ თევზებსაც, მათთვის ეს პერიოდი მარტის შემდეგ დაიწყება. ეცადეთ, არ ჩაყვინთოთ, ფსკერზე არ დაეშვათ და კურსი არ დაკარგოთ, რადგან ბევრი დაგიპირისპირდებათ და ეცდება, თქვენს მშვიდ ბუნებაში მღელვარება შემოიტანოს. არ დანებდეთ, რადგან 2023 წელს ან სურვილებს აისრულებთ ან მძიმე განცდები და ემოციები გექნებათ. გაუფრთხილდით თქვენს ნერვებს და ჩამოშორდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ნერვებს გიშლით.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები