LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„35 ჯიშის ღვინო” და კორტავების ოჯახური ექსკლუზივები

27
30712633_1197213863747722_3580763429230608384_n

კორტავების მარანი კახეთში – ყვარლის რაიონ სოფელ გრემში 2014 წელს აშენდა,

ნატურალური ღვინის განსაკუთრებულმა სიყვარულმა გააჩინა იდეა საკუთარი ვენახი და მარანი ჰქონოდათ, რომელსაც შვილივით მოუვლიდნენ და ღვინოს მათ გემოზე დაეყენებდნენ. იდეა ბევრს უჩნდება თუმცა კორტავებმა ოცნება რეალობად აქციეს.

წელიწადში მაქსიმუმ 4000 ბოთლს აწარმოებენ, ოჯახისთვის მთავარი ხარისხია და შესაბამისად ვენახის მოვლას და ღვინის დაწურვისა და დავარგების პროცესს დიდი ყურადღება ეთმობა.

ვენახი 2 ჰექტარზეა გაშენებული, მათ შორის  გახლავთ საკოლექციო ვენახი სადაც 35 ჯიშის ყურძენი იყრის თავს.ვენახს  ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით უვლიან.ღვინოს ქვევრში, კახური ტრადიციული მეთოდით აყენებენ, ქვევრები იმერეთიდან  სოფელ ტყემლოვანადან ჩამოიტანეს. მარანი რიყის ქვით და ქართული აგურით ააშენეს. რაც შეეხება ვენახს და ყურძნის სახეობებს ძირითადად : რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, ცვივანი, საფერავი, წითელი რქაწითელი ვარდისფერი რქაწითელი გახლავთ.

როგორც ვენახში ასევე ღვინოშიც არანაირ ქიმიურ დანამატს არ ხმარობენ, რაც თავისთავად ღვინოს საინტერესოს და გამორჩეიულს ხდის.  ვენახი  ქინძმარაულის ცნობილ მიკროზონაშია, შესაბამისად ნიადაგი  თიხა ნარევი გახლავთ.

კორტავების მარანში ორი მთავარი მეღვინეა: თემო და თემურ კორტავები, ხოლო თამუნას ღვინოს თამუნა ბიძინაშვილი აყენებს.

განუმეორებელია მათ მიერ დაყენებული  35 ჯიშის ყურძენისგან შექმნილი, ვარდისფერი მშრალი ღვინო რომელიც დავარგებულია ქვევრში ჭაჭის გარეშე და ფაქტობრივად ოჯახის ექსკლუზივია.

წელს 6 ტიპის ღვინოს გვთავაზობენ :  რქაწითელი+ხიხვი+მცვივანი; თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო,

 35 ჯიშის ყურძენი, ვარდისფერი მშრალი ღვინო დავარგებული ქვევრში ჭაჭის გარეშე.

საფერავი+მცვივანი წითელი მშრალი ღვინო დვარგეული ქვევრში, ჭაჭის გარეშე,

საფერავი -წითელი მშრალი ქვევრში დავარგებული ღვინო, ჭაჭის გარეშე.

კახური მწვანის კოცნა- კახური მწვანე+ქისი. თეთრი მშრალი ქვევრში დავარგებული

და თამუნას ღვინო – „რქაწითელის კოცნა“ : რქაწითელს + ქისი + საფერავი, წითელი მშრალი ქვევრში დავარგებული ღვინო უჭაჭოდ.

2015 წელს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონკურსზე დაიმსახურეს ოქროს მედალი ნომინაციაში –  საუკეთესო ქვევრის საფერავი.

ასევე ბათუმის ყოველწლიურ ღვინის ფესტივალზე, აიღეს რამოდენიმე ოქროს და ვერცხლის მედლები.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ტრადიციულად ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს გეგმავენ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ მთავარი კორტავების ოჯახისთვის ხარისხია, მუდმივი განვითარება და მომხმარების სასიამოვნოდ გაკვირვება .  მარანში მოსულ სტუმრებს  საშუალება აქვთ გაეცნონ მათი მუშოაბის პრინციპებს, ნახონ როგორ უვლიან ვენახს, რა პრინციპით აყენებენ ღვინოს,  ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში და რა თქმა უნდა დააგემოვნონ სასმელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები