LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეხვდები და იღებ წარმატებას… თუ წყვილის ქიმიური, ენერგეტიკული პროცესი სწორად წავიდა, ეს აუცილებლად აისახება მათ ფინანსურ კეთილდღეობაზეც“ – ანზორ ოდიშარია.

7
anzor-odisharia

25 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ფინანსები და წარმატება გახლდათ.

დღეს ისეთ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, როგორიც არის ფინანსები და ბედნიერება,

ანზორ ოდიშარია: ჩვენ რამდენიმე გადაცემა უკვე დავუთმეთ ამ თემას და შევეხეთ ფინანსურ ენერგიას, ფინანსურ ძალას და მის მართვას. დღეს უფრო სიღრმეებში შევალთ და ვნახავთ, რომ ფინანსური ენერგია ჩვენი მატერიალური კეთილდღეობის განმსაზღვრელია, ის აღნიშნავს, რამდენის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს, როგორ გვსურს რომ ვიცხოვროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ფინანსური დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა. ფინანსური რესურსი ადამიანის ენერგიის განმსაზღვრელია. თქვენი ფინანსური ენერგია ასახავს იმას, თუ როგორია თქვენი ბიოლოგიური ენერგია. ფულის ენერგიის უქონლობა პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებსაც უშლის ხელს. რა თქმა უნდა, სიყვარულის ღვთაებრივი ფორმა აქ არ გადის, მაგრამ სექსუალური, პარტნიორული ურთიერთობები, ის რაც ხორციელი მოვლენებია, ზუსტად ამ დონეზე გადის. სწორი ადამიანის, პარტნიორის არჩევის შემთხვევაში ფინანსური კეთილდღეობაც მოდის. არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეხვდები და იღებ წარმატებას, კეთილდღეობას. თუ წყვილის ქიმიური, ენერგეტიკული პროცესი სწორად წავიდა, ეს აუცილებლად აისახება მათ ფინანსურ კეთილდღეობაზეც, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც შეხვდები და ყველაფერს კარგავ და მე ასეთი არაერთი ადამიანი მინახავს. ასეთ ადამიანებს მსგავსი სურვილი არ ამოძრავებთ, მაგრამ ასეთი ტიპის ენერგია აქვთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, უნდა გავეცალოთ ასეთ ადამიანს თუ არის საშუალებები, რითაც ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია?

რა თქმა უნდა, არსებობს საშუალებები რითაც ეს ყველაფერი სწორდება, თუმცა არ დაგიმალავთ, საკმაოდ რთულად გამოსასწორებელია ეს პრობლემა. არსებობს სპეციალური თილისმები, პროგრამები და ა.შ. , თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ალბათ ასეთი ურთიერთობის დასრულებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ რთულია ასეთი კარმული ურთიერთობის დასრულებაც, რადგან ამ დროს ძლიერი მიჯაჭვულობა და ძლიერი კავშირია.

როგორც ვხვდები, ყველა პრობლემა ძირითადად საგვარეულოდან მოდის. ეს პრობლემა რამდენად უკავშირდება საგვარეულოს?

ჩვენი ძალის, ენერგიის, ნიჭიერების, უნარების და ბედისწერის 60%  ჩვენს საგვარეულოზეა აგებული, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ 29-30 წლამდე ჩვენი საგვარეულო ენერგია შევცვალოთ, რადგან თუ ამ ყველაფერს არ მოვაწესრიგებთ, შემდეგ ეს ჩვენს ბედისწერაზე მოქმედებს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეცამეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები