LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასწლოვან ქვევრებში დაყენებული ღვინო

11
60341274_2135530993232837_3260527223077076992_n

ვინორუმი წარმოადგენს საოჯახო მარანს, რომელოც  ორი ტიპის ნატურალურ ქვევრის ღვინოს –  გურჯაანსა და საფერავს აწარმოებს. ღვინის დაყენების ტრადიცია ოჯახში რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. წელს კი ვინორუმმა როგორც კომპანიამ პირველად იხილა მზის სინთლე და იმედოვნებენ, რომ მათი ღვინო გამორჩეულ და საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის ბაზარზე.

 

 

ღვინის დაწურვა და დავარგება ხდება ას წელზე მეტი ასაკის ქვევრებში, რაც  ღვინოს უნიკალურ მახასიათებლებს სძენს.  ფერმენტაცია ხდება 50% ჭაჭაზე 21 დღიანი დაყოვნებით, რის გამოც „ვინორუმის“  ღვინო აღარ არის ტიპიური ქვევრის ღვინის მსგავსად მძიმე დასალევი და სასიამოვნო სიმსუბუქის შეგრძენბაც კი შესაძლებელია.  შემდგომ  5-6  თვეს ღვინო  ქვევრებში ვარგდება, რის შემდეგაც საფერავი გადადის მუხის კასრებში. ხდება ნაწილი რაოდენობის ჩამოსხმა საფერავის სახეობად,  ნაწილი კი ძველდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ იღებენ ცნობილ  მუკუზანს.

ყურძენს მხოლოდ საკუთარი ვენახში კრეფენ  რაც  ღვინის ხარისხის კონტროლის საუკეთესო საშუალებაა.

 

ვენახები მდებარეობს მუკუზანის ზონაში, სადაც მიიღება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ყურძენი. სწორედ ეს ტერუარია ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რის გამოც  ვინორუმის  ღვინო უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა . ღვინის მოვლის პროცესში  მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ცოცხალი, ბუნებრივი არომატები და ინდივიდუალური გემო. გამომდინარე იქიდან, რომ იყენებენ მხოლოდ საკუთარ ყურძენს, ღვინის რაოდენობა ლიმიტირებულია და ვენახის მოსავლიანობაზეა დამოკიდებული.  მათი  ქვევრის ღვინო – დაყენების ტექნოლოგიის წყალობით არის არომატული  მსუბუქი და სასასიამოვნო რაცადეიშვილების ოჯახური ტრადიციაა და სწორედ ეს ტრადიციები და მეღვინეები სძენენ ღვინოს ინდივიდუალურობას.

გურჯაან

ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი

უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო.

დამზადებულია 100% რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან.

დავარგებულია ქვევრში უძველესი ქართული ტრადიციების

დაცვით.ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. აქვს

ჰარმონიული და სრული გემო. ღვინო უხდება ქათმის ხორცს, თევზს და სალათებს.

მოხმარების ტემპერატურა:

10-18 ° C.

საფერავი

ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი

უმაღლესი ხარისხის წითელი, მშრალი ღვინო.

დამზადებულია მუკუზანის ზონაში მოყვანილი საფერავის

ჯიშის ყურძნისგან.დავარგებულია ქვევრში უძველესი

ქართული ტრადიციების დაცვით. ღვინო ხასიათდება

მუქი ლალისფერი შეფერილობით, ალუბლისა და გამხმარი

ხილის ტონებით. აქვს ხავერდოვანი და დაბალანსებული გემო.

იდეალურად უხდება შემწვარ ხორცს და ყველს.

მოხმარების ტემპერატურა:

16-20 ° C.

წელს პირველად  ვინორუმი ღვინის ფესტივალზე გამოჩნდა თუმცა მათი გეგმები გრძელვადიანია რომელშიც ქვევრის ღვინის კონკურსში მონაწილეობა, სხვადასხვა გამოფენებზე გამოსვლა, მარნის დასრულება და საოჯახო სასტუმროს აშენება შედის რათა ბევრ უცხოელ სტუმარს და ქართველებსაც კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართული ღვინის უნიკალურობა და უკან დაბრუნების სურვილი გაუჩინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები