LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მუსიკა ყველასთვის არ არის… რთული მუსიკაა“ – დავით შანიძე

44
davit-shanidze

გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები“ სტუმარი დავით შანიძე და მისი მეგობრები უჩა პატარიძე და ზაზა მერაბაშვილი იყვნენ. დავითმა შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა, მეგობრებთან ერთად რამდენიმე ქართული სიმღერა ცოცხლად შეასრულად და პოლონელ კოლეგასთან ჩაწერილი დუეტის პრემიერა გამართა.

დავით, ამ დროისთვის რა ეტაპზე ხარ შემოქმედებით დარგში?

მრავალ ჟანრში ვიმოღვაწევე, დავიწყე ფოლკლორით, კლასიკა, არტ როკი, ეთნო ჯაზი, ქალაქური მუსიკა. ახლა ისეთი შემადგენლობით ვართ, რომ დღეს ქალაქური, გემოვნებიანი,  ორი სიმღერით წარვსდგებით. ახლა პოლონელებთან ერთად დავიწყე იქაურ დიდ სცენაზე მოღვაწეობა, თანამედროვე ჟანრებს როდესაც ეხები, მოითხოვს ყოველ ჯერზე ტრანსფორმაციას, ხმის, აპარატის სხვანაირად მომართვას. სულ სხვაა როდესაც გიტარასთან ერთად იმღერებ, სულ სხვაა გურული, კახური, ეთნო ჯაზი, პოპი…

მე ვთვლი, რომ ქართულ თანამედროვე მუსიკაში კრიზისია, უფრო კომერციულ ამბავში ვართ გადასული, ვიდრე ხელოვნება. ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, რომ მაღალ გემოვნებიანი მუსიკა არ დაკარგო და თან გაყიდვადი იყოს. „გაუთავებული“ მუსიკა არ მიყვარს, სწორხაზოვანი მუსიკა ჩემი არ არის, დრაივი და შინაგანი გამოძახილი კულმინაციამდე ყოველთვის მიმყავს.

 

დავით შანი & მეგობრები – არც მოლოდინი. Live

 დავით წარგვიდგინე სტუმარი და შენს შემოქმედებაზე გვესაუბრე…

ვიტყვი იმას, რომ ჩემი მუსიკა ყველასთვის არ არის, ვინმეს კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ რთული მუსიკაა, ბევრი ექსპერიმენტით. ჩარჩოებში ჩასმული ჟანრები მეტად პოპულარია, ხალხს მიღებული აქვს. თანამედროვე ქართული მუსიკა, ქართულ ჰარმონიაზე დაფუძნებული, თან თანამედროვე თან ამ ელემენტებით, ძალიან ძნელია, ბევრმა სცადა ბენდები, ჯგუფები, იყვნენ და არიან, მაგრამ ეს ადვილი ამბავი არ არის.

პოლონეთში მეგობართან მამუკა ჩაგანავასთან ვიყავი სტუმრად,  რომელმაც გამაცნო არაჩვეულებრივი მეგობარი თომას ბურნე, რომელიც გვისმენს ახლა.

სატელეფონო ხაზზეა თომას ბურნე:

მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიცანი ისეთი ვოკალისტი, როგორიც არის დავითი, ასეთი ვოკალისტი ძალიან იშვიათია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად შევასრულე სიმღერა.

დავით რამდენად რთული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ამ სიმღერის შექმნა და შესრულება?

პოლონელი კომპოზიტორის საკმაოდ დასამახსოვრებელი პოპ სიმღერაა, დავინახე, რომ შემეძლო ჩემებურად, გელინოს პოპ ვერსია შემესრულებინა, ვიდეოც არსებობს, სადა უბრალო კლიპია, მეგობრული პირველი ნაბიჯი იყო. მე ვთვლი რომ ბევრი კარგი მელოდება, ძალიან დამეხმარა ტომასი, სპონტანურად გავიცანი და ხშირად ვამბობ, რომ სტუმართმოყვარეობით ქართველის გაკვირვება ძალიან ძნელია და მათ ეს შეძლეს, ასევე თადეუსი მეორე არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ჩემი პროდიუსერი იქნება მომავალში.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

დავით შანი & თომეკ – გელინო 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დავით შანი & მეგობრები – მოვა მაისი. Live

 

 

დავით შანიძე, უჩა პატარიძე, ზაზა მერებაშვილი. გადაცემა ‘ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები