LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სიმღერა ყველა შეყვარებულს და ბედნიერ წყვილს მიეძღვნა” – გიორგი და ოთო ნუცუბიძეები

9
nucubidzeebi

25 იანვარს „რადიო დუეტის“ სტუმრებმა, მუსიკოსეებმა გიორგი და ოთო ნუცუბიძეებმა ჯერ ცოცხლად შეასრულეს სიმღერა „ისევ შენ და ისევ შენ“, მერე კი, ექსკლუზიურად წარმოადგინეს ახალი ნამუშევრი „ქარი მოგიტანს წერილებს“.

გიორგი, ვის ეკუთვნის ახალი სიმღერის ტექსტი და მუსიკა?

პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ჟანრობრივად ახალი სიმღერა მნიშვნელოვნად განსხვავდება სადებიუტო ნამუშევრისგან, რომელსაც „აღსარება“ დავარქვით. სიმღერის ტექსტი, მუსიკა თავად დავწერე და ოთოსთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერე ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში, სამომავლოდ კი, კლიპსაც გადავიღებთ.

რამ შთაგაგონათ სიმღერის შექმნა და ვის მიუძღვენით?

ჩვენი სიმღერა ყველა შეყვარებულს და ბედნიერ წყვილს მიეძღვნა.

პირველ რიგში ვის ანდობთ ახალი ნამუშევრის შეფასებას?

რა თქმა უნდა, ახლობლებს, ვისი აზრიც ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა და აუცილებლად ვითვალისწინებ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

მართალია, ჯერ მხოლოდ ხუთი სიმღერა გვაქვს, მაგრამ მაინც აქტიურად ვმონაწილეობთ კონცერტებში. სამომავლოდაც რამდენიმე გამოსვლა გვაქვს დაგეგმილი, სადაც ჩვენს ნამუშევრებს წარმოვადგენთ.

 

ოთო და გიორგი ნუცუბიძეები – ქარი მოგვიტანს წერილებს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ოთო და გიორგი ნუცუბიძეები – ისევ შენ და ისევ შენ. Live

 

ოთო და გიორგი ნუცუბიძეები. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები