LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ძალიან მაგარი სიმღერა მოგიტანეთ დასაპრემიერებლად, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათა“ – დათო არჩვაძე

10
archvadzeqartvulikvarteti

გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო არჩვაძე და „ქართული კვარტეტი“ სტუმრობდა, გადაცემის ფარგლებში ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, კვარტეტის წევრებმა რამდენიმე სიმღერა ცოცხლად შეასრულეს და გაზაფხულზე გასამართი სადებიუტო კონცერტიც დააანონსეს.

მოგვიყევით ახალ კვარტეტზე, როგორ შეიკრიბეთ?

დათო არჩვაძე:

წარმოგიდგენთ ახალი კვარტეტის შემადგებლობას – დავით მაღრაძე, ნიკოლოზ ცერცვაძე, ბექა ჩხაიძე და თქვენი მონა მორჩილი დავით არჩვაძე. პირობითად ახალი კვარტეტია, ხალხმა დაგვარქვა, მარტივი და პირდაპირი სახელია. ერთი წელი გვისრულდება ცოტა ხანში. პროგრამა უკვე დაგვიგროვდა, თავიდან ხუმრობა-ხუმრობით დავიწყეთ, ერთი სიმღერა, მეორე, მესამე და წყალივით წავიდა რომ იტყვიან, დღეს უკვე სერიოზული რეპერტუარი გვაქვს. დღეს ძალიან მაგარი და ჩვენთვის საყვარელი სიმღერა მოგიტანეთ დასაპრემიერებლად, ნათია ზეინკლიშვილის „მხის სხივები“ რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა.

მე და ბექა ორი სერიოზული ანსამბლის წარმომადგენლები ვიყავით აქამდე, ნახევარი ცხოვრება შეიძლება ითქვას. შემთხვევით მოხდა ჩვენი შეკრება, წლები არ მყავდა ბიჭები პროფესიონალურად მოსმენილი, სხვათაშორის ქართული ხმების სტუდიაში მღეროდნენ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში და 5 წელი შეგვეზარდნენ ქართულ სიმღერასთან ერთად, დიდი მეგობრობა გვაკავშირებს და ყველაზე ლოგიკური იყო ალბათ, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ბექა მონასტერში იყო წასული, ჩამოვიდა ორი თვის შემდეგ, პაუზა ჰქონდა , მონატრებული იყო სიმღერას, პირდაპირ დამირეკა და მითხრა – „მამი მენატრება სიმღერა, მშია და მწყურიაო”, გავითვალისწინე რა ბექას თხოვნა, ბიჭებს დავურეკე, იმ დღესვე შევიკრიბეთ სარეპეტიციოში და ისე ლამაზად დაიწყო ყველაფერი, მივხვდით , რომ უნდა გაგრძელებულიყო.

ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე…

დათო:

ჩემი უპირველესი გეგმა, როგორც მუსიკალური ხელმძღვანელის, წარდგენითი საპრეზენტაციო კონცერტის გამართვაა, რომლისთვისაც დრო გვჭირდება და გაზაფხულამდე არ ვჩქარობთ. 2019 წელს გაიმართება ჩვენი სოლო კონცერტი, დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით, ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება, როგორც ძველი რეპერტუარის განახლებული ვერსიები, ასევე ახალი სიმღერები იქნება წარმოდგენილი. იმხელა სტიმულია, ოჯახურად შევიკრიბეთ და სულ ერთად ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

ბექა:

უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, შვედეთში მივემგზავრებით ქართული კულტურის დღეებზე, პირველად ტარდება, ჩვენი სოლო კონცერტი გაიმართება იქ . ჩვენთან ერთად მოდის ლიზა ჩიჩუა და ელენე ლეკვეიშვილი, ორ ანგელოზი მიგვყავს, მათთან ერთად ვასრულებთ სიმღერებთ და ძალიან საინტერესე გასტროლია.

„ქართული კვარტეტის“ სადებიუტო სიმღერაა „მზის სხივები”, როგორი ისტორია აქვს ამ სიმღერას?

დათო :

იმდენად გვიყვარს ეს სიმღერა, წლების მანძილზე ერთი სული გვქონდა როდის ჩავწერდით, გავაკეთებინე ჩემს სტუდიის ბავშვებს , სხვათაშორის მათი გამორჩეულად საყვარელი სიმღერაცაა . ნათია ზეინკლიშვილი მინდა უდიდესი სიყვარულით მოვიკითხო , უნიჭიერესია, ყველას საყვარელი კომპოზიტორია .

”არ დაიდარდოს” დიდი მადლობა, გემრიელი, კეთილი, დალოცვილი აურით არის და თქვენ გვიწყობთ ხელს ამ ყველაფერში. აქ გაჟღერებული სიმღერა ყოველთვის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. აქვე დიდი მადლობა ზაზა ხუბუკელაშვილს, რომელმაც თითქმის ყველა არანჟირება გაგვიკეთა.

მადლობა სტუმრობისთვის , წარმატებას გისურვებთ…

 

 

ქართული კვარტეტი – მზის სხივები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო არჩვაძე & ქართული კვარტეტი – გუშინ რომ თოვდა. Live

 

დათო არჩვაძე & ქართული კვარტეტი – თურმა როგორ მყვარებიხარ. Live

 

დათო არჩვაძე & ქართული კვარტეტი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები