LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დუეტი ბედნიერება” – თაკო მელიქიშვილისა და ლევან გულბათაშვილის ახალი პროექტი

11
takogulbati

გადაცემაში „რადიო დუეტი” „არ დაიდარდოს” წამყვანების ლევან გულბათაშვილის და თაკო მელიქიშვილის ახალი ნამუშევრის პრემიერა შედგა. პროექტს „დუეტი ბედნიერება” ჰქვია, რომლის ფარგლებშიც მომღერლებმა პირველი ნამუშევარი შესთავაზეს მსმენელს და მომავალში საკმაოდ გრანდიოზული სამომავლო გეგმები აქვთ, ჯამში ათი სიმღერის ჩაწერას აპირებენ, ჩაწერები ზაზა გოჩიტაშვილის  „ზ სტუდიაში” მიმდინარეობს.

გულბათ,  უფრო დაწვრილებით მოგვიყევი პროექტის შესახებ?

დადგა დრო, რომ გახსნილად ვისაუბროთ ჩვენს პროექტზე, მე და თაკომ გადავწყვიტეთ შევქმნათ დუეტი და ძალიან გვინდა, რომ წარმატებული ტანდემი შედგეს. დაიგეგმა ათი სიმღერის ჩაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს დაპრემიერდება. ამიერიდან მე და თაკოს გვიხილავთ ერთად, კონცერტებზე, ტელევიზიებში, რადიოში…

თაკო:

რამდენიმე კორპორატიული საღამო უკვე დაგეგმილია, სადაც ერთად წარვსდგებით. სოლო სიმღერებთან ერთად ერთობლივ ნამუშევრებსაც წარვადგენთ. რაც შეეხება სიმღერას, რომელიც დღეს უნდა დაპრემიერდეს, „ჩურჩულები”, იდეის ავტორი მე ვარ. ძალიან კარგია, როდესაც ხელოვანი ადამიანი ძველ სიმღერას ახლებურად აჟღერებს და ახალ სიცოცხლეს სძენს.

გულბათი:

ეს სიმღერა არ დაწერილა სპეციალურად ჩვენთვის, მაგრამ ახლებური ვერსია ექსკლუზიურად „არ დაიდარდოს” ტალღაზე დაპრემიერდება. ცოტა ჭორაობაზეც არის, ცოტა ბოღმაზეც მაგრამ საერთო ჯამში ამ სიმღერაში ძალიან დიდ სიყვარულზეა საუბარი. გოჩა ლორია მღეროდა წლების წინ ამ სიმღერას.

თაკო:

ჩურჩულები” ჩვენი რიგით მეორე დუეტია, მაგრამ ოფიციალური პროექტის დუეტი ბედნიერების” ფარგლებში რიგით პირველი ნამუშევარია და გპირდებით, რომ ხშირად გაგაბედნიერებთ ახალი სიმღერებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი პროექტი შედგა და განხორციელდა. აქვე მოვიკითხოთ ზაზა გოჩიტაშვილი, უნიჭიერესი ადამიანია, რომელიც დაგვპირდა, რომ შემდეგი სიმღერის დაპრემიერების დროს სტუდიაში გვესტუმრება.

 

თაკო მელიქიშვილი & გულბათი – ჩურჩულები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თაკო მელიქიშვილი და გულბათი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები